,,ყოველ 9 მაისს ბაბუა სულ მისი ძმის ამბავს იხსენებდა. ომში წავიდა 18 წლის და აღარ დაბრუნდა. მასზე საუბრისას ცრემლიანი ჰქონდა თვალები, ომის დამთავრების დღეს ნაღმზე აფეთქებულა თურმე. ბაბუას სჯეროდა, რომ არ იყო ეს ამბავი მართალი, სულ ელოდა. ეგონა, ოდესმე მისი ძმა ჭიშკარს აუცილებლად შემოაღებდა.

,,მაღალი იყო ბაბუ, ლურჯი თვალებით და ძლიერი აღნაგობის. ის არ მოკვდებოდა, ცოცხალია ალბათ და ოდესმე მაინც დაბრუნდება,” – ამას ისე მტკიცედ იტყოდა ხოლმე, მეც მჯეროდა ბაბუაჩემის.

9 მაისს კი, განსაკუთრებულად ელოდა ხოლმე ბაბუ ომში წასული ძმის დაბრუნებას. ჩვენი ოდის მისაღები ოთახის კედელს უამრავი წელი ამშვენებდა გმირის სურათი. იქამდე, ვიდრე არ გახუნდა და გაიცრიცა. ჩემი ერთადერთი ძმა სწორედ მისი სახელის და გვარის გამგრძელებელია, რაც ბაბუასთვის განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი იყო სიცოცხლის ბოლომდე, ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი