,,რატომ არაა გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ამ მკვლელ-ნაძირლებზე და რატომ უნდა გადაკვეთონ უპრობლემოდ სატრანზიტო ზონები ევროპა -ამერიკის თუნდაც აეროპორტებში? ერთი ქილა კონსერვის მოპარვაზე მშიერ ადამიანებს ციხეებში ალპობენ და ამათ ტერიტორიის ოცი პროცენტი მოგვპარეს,მეტი რა უნდა დაეშავებინა ვინმეს?

ეს ძალიან ცუდი რამ ხდება იმ გაგებითაც, რომ აღნიშნული კრიმინალები პირად ურთიერთობებში შევლენ მინიმუმ ლათინური ამერიკს უამრავ ლიდერთან, რომლებიც ინაუგურაციაზე ჩადიან. მოგეხსენებათ, პირადი კონტაქტი დიდ პოლიტიკაში ხშირად გადამწყვეტია. მოსკოვი ისედაც აქტიურად მუშაობს თავის მოკავშირე სამხრეთ ამერიკასთან ამ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე და აჰა ახალი ბურთი თუ მოედანი მათთვის. აქ თესეთ მარიხუანა” _ აცხადებსლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, რუსეთს მიერ ოკუპრებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებიან კარაკასში, სადაც დღეს დაესწრებიან ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას. საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტად მადურო აირჩიეს. მას ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციამ ნიკოლას მადურო დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში. ეს პოზიცია გაიზიარეს დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. აშშ-მა ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელიდან ელჩები გაიწვია 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არგენტინამ, ბრაზილიამ და კანადამ. მადუროს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ვენესუელის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები რუსეთის გარდა აღიარეს ჩინეთმა, კუბამ და სალვადორმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი