სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი:

_ ქართული ოცნება-იცით როდის “დაერხა” პირველად ქართულ ოცნებას??? ეკლესიის შეგონება რომ არ შეისმინა და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო !!! ესეც არ იკმარა და ყველა ეროვნულ ძალას თუ მოღვაწეს ომი გამოუცხადა !!!

იცით დიდი შეცდომა რა იყო??? ლიბერასტების საამებლად “ქართულ მარშს” ბრძოლა რომ გამოუცხადეთ, უმიზეზოდ-იესო ქრისტეს გინებით აღშფოთებული შვილის ტოლა ბავშვები რომ დააპატიმრეთ და პარალერულად ბოკერია და “გირჩი” რომ ჩაიხუტეთ. როგორ გარწმუნებდნენ??? “ბოკერია ჩვენი ბიჭი გახდაო”???საინტერესოა, ახლა რას გეტყვიან, მას მერე რაც ნაცებს მიცა თავისი ხმები !!! იმის მაგივრად, რომ ეროვნული-ქართული-ვაჟკაცური პოლიტიკა გაგეტარებინათ, გადაწყვიტეთ ნაცებზე გეჯობნათ ლიბერასტობაში და ამიტომაც გაავსეთ ხელისუფლება სოროსელებით !!! ახლა დგახართ და სამეგრელოში “ზვიადისტებიდან დაწყებული-თბილისში ნაციონალისტებით დამთავრებული ყველას თხოვთ ხმა მოგვეცით, თორემ ნაცები ბრუნდებიანო !!! დაგიჭერთ ეს ხალხი მხარს,გაგამარჯვებინებთ და არჩევნებიდან მე-2 დღეს კვლავ დაიწყება ახალ-ახალი ლიბერასტულ-სოროსული იდეების ფრქვევა თქვენი ჩუგოშვილებისგან,თალაკვაძეებისგან და სხვა ქართველთმოძულეებისგან !!! იმასაც ვერ საზღვრავთ,რომ ნაცების მოღალატე იდეოლიგიის დამარცხება,მხოლოდ კონსერვატორულ-ეროვნული იდეითაა შესაძლებელი !!! მოკლედ როგორც ვატყობ,თქვენი საშველი არ იქნება !!!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი