Home ახალი დამატებული “ახალ წელს შვილებს ტკბილეული ვერ ვუყიდე და 12 საათამდე დავაძინე”

“ახალ წელს შვილებს ტკბილეული ვერ ვუყიდე და 12 საათამდე დავაძინე”

20 second read
0
18

  როგორი მდგომარეობით შეხვდა ქვეყანა 2017 წელს? ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელმწიფო უწყებების მეთაურებმა შემაჯამებელ სიტყვებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ აღმავლობის გზაზე ვდგავართ და ყოველი წელი წინაზე უკეთესია. ამ საკითხზე ხალხი სულ სხვაგვარად ფიქრობს. ფაქტი კი ის არის, რომ ლარის გაუფასურების პროცესმა საწვავისა (ბენზინის) და საკვები პროდუქტების გაძვირება გამოიწვია, რომელიც ხალხის ჯიბეზე უკვე მტკივნეულად აისახება.

 აი, როგორ აფასებს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი – ნათია შარაშენიძე განვლილ წელს და არსებულ მდგომარეობას.

ნათია შარაშენიძე:

_  დადგა ახალი წელი და იმის ნაცვლად, რომ ახალი პროექტებით, ახალი გეგმებით და ახალი ინიციატივებით გამოვიდეს მთავრობა, “მოცურავე” და “მოსიარულე” ხის გამო დღეს ისევ მოვექეცით მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ეს კი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც შიმშილით იღუპებიან ბავშვები, დღე არ გავა, რომ ქვეყანა არ შეძრას ამბავმა, რომ გაჭირვებულმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და ა.შ. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა საზოგადოება, რომ ხელისუფლება არ შეუდგებოდა სიდუხჭირის დაძლევის გზების ძიებას და ის გადაიქცეოდა ერთი კაცის ნება-სურვილის აღმსრულებელ კანტორად.

ორი დღის წინ, ნაცნობი თვალზე ცრემლმორეული მიყვებოდა: საახალწლოდ შვილებს ტკბილეული ვერ ვუყიდე და 12 საათამდე ძალით დავაძინეო. ვუსმენდი მას და გამახსენდა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ, თავისუფლების მოედანზე, სიტყვაში გამოსვლის დროს ნათქვამი სიტყვები: „ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას, როდესაც შენი ხალხი უბედურია, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი ახრჩობს, როდესაც გისოსებს მიღმა უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს უნდა დასრულდეს!“

ამ სიტყვების ავტორის მეოხებით ჩამოყალიბებულ ხელისუფლებას, მეხუთე წელსაც კი არ შეუსრულებია არცერთი დაპირება და არ მოუგვარებია არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებდა ხალხს. როგორც ჩანს, როცა ივანიშვილი ამ სიტყვებს ამბობდა, მან  უკვე იცოდა, რომ ყველაფერი პირიქით მოხდებოდა. მისთვის მთავარი გახლდათ ხელისუფლებაში მოსვლა და მერე, ზუსტად იცოდა, რომ მისი პარტია არასოდეს დაინტერესდებოდა ამ საკითხებით. ამიტომაც,  დღეს ის უშფოთველად არის გართული საკუთარი ბაღის მოწყობით და სულაც არ აღელვებს ის, თუ ვინ იკლავს პრობლემების გამო თავს, ვის “ახრჩობს” ბანკი, ვის ტკბილი ჩაი ვერ დაულევია, ვის ჭერი აღარ ახურავს თავზე, ვის წამალი ვერ უყიდია და სამკურნალოდ ფული არ გააჩნია და ა.შ. ეს ყველაფერი მისთვის უკვე არის ღობის ჩხირი, რომელიც “ეგზოტიკური ბაღის” ფასადს უფუჭებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *