თბილისი ზოოპარკი ფეისბუქის გვერდზე ასეთ განცხადებას აქვეყნებს:

,,ჩვენი გულშემატკივრები ხშირად გვეკითხებიან, როგორ არიან ახალ ზოოპარკში გადაბარგებული დათვები და მგლები, ხომ არაფერი უჭირთ, თავს როგორ გრძნობენო. კარგად არიან, შეეგუენ ახალ გარემოს.

?დათვები დაბორიალობენ, მიწას ჩიჩქნიან, კოტრიალობენ, ერთმანეთს ებუზღუნებიან, ტოტებს ეპოტინებიან და თქვენ წარმოიდგინეთ, მოფარფატე პეპლების დაჭერასაც კი ცდილობენ.

? მგლები თავიდან ცოტა დამფრთხალები იყვნენ და მეტწილად ბუჩქნარში იმალებოდნენ. მერე ნელ-ნელა გათამამდნენ და აითვისეს ტერიტორია. თუ ადრე ფოთლებს მიღმიდან იცქირებოდნენ, ახლა უფრო გაბედულად გამოდიან და ხანდახან მეზობელ დათვებს საკვებსაც კი ჰპარავენ.

ყველას აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ახალი ვოლიერის მონახულება – ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის ჯერ გახსნილი არ არის. სამაგიეროდ, თბილისის ზღვის მიმდებარედ ფუნქციონირებს ჩვენი საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“ და დათვებისა და მგლების სტუმრობა საცხენოსნო ტურის ფარგლებშია შესაძლებელი. ამოხვალთ, თან ცხენებით გაისეირნებთ და თან ჩვენს ახალმოსახლეებს დაუქნევთ ხელს.

ჩასვით ეს მარშრუტი თქვენი საზაფუხლო აქტივობების ნუსხაში!

???

ფოტოებისთვის დიდ მადლობას ვუხდით Levan Verdzeuli-ს”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი