„ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ“, – განაცხადა ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა ილია ელოშვილმა.

„იმის თქმა, რომ პირობები გაუარესდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. პირობები უარესდება მიმდინარე კონტრაქტში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ იწყება ახალი მოლაპარაკებები, რომლის დოსაც ორივე მხარე ცდილობს, თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ შევალ, თუ რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის, ეს არის ცივილური სამყარო. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ან ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ იმ პირობებზე, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის“,- აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

ელოშვილი გაზპრომთან დადებული კონტრაქტის დადების აუცილებლობაზეც საუბრობს.

„რატომ დავდეთ გაზპრომთან კონტრაქტი? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მათი გაზი გარკვეულ პერიოდბში, როცა ავარიის ან ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო უცებ დაგვჭირდეს და მოვიხმაროთ ენერგია.
მთავარია ის, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს იმისა, რომ რაიმე მოცულობა შევიძინოთ. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ რაღაც მოცულობა შევიძინოთ. ჩვენ ვყიდოლობთ გაზპრომის გაზს, როცა არ გვყოფნის გაზი“, – აცხადებს ელოშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი