რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, ალბათ მიხვდებით. სუფთა და კოპწია ქუჩები კარგია, მაგრამ უმჯობესი იქნება, მანამდე, ხელისუფლებები ისეთ კანონებზე მუშაობდნენ, რომლებიც საზოგადოებას სასიცოცხლოდ სჭირდება და ხალხის “გატყავებას” არ ემსახურება.

საქმე იმაშია, რომ პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება. თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ №33-99 დადგენილების მიღებით ცნო.

ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ჯერ გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ.

თბილისის ყველა მნიშვნელოვანი ქუჩა პარკინგისთვის არის გამოყენებული და ის სარგებლობაში გადაცემული აქვს კომპანია ” სითი პარკს”. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ დედაქალაქის მთავრობა და საკრებულო ერთი ხელით თბილისში ავტომანქანებიდან ვაჭრობას უკრძალავენ ადამიანებს და მეორე ხელით ეხმარებიან კომპანიას, რომელიც არაერთხელ ითქვა, რომ ხალხს ძარცვავს.

მთავრობაც ასეთი უნდა!

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი