ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, დღეს, კლუბ ბასიანთან აქცია გამართა. აქციაზე წაიკითხეს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,რამდენიმე თვის წინ, კლუბ ბასიანიდან წამოვიდა საპროტესტო ტალღა, რომელმაც მოიცვა ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილი. საპროტესტო მოძრაობა იყენებდა ლოზუნგებს, რომელთა მიზანიც იყო ძალადობის დაგმობა ქვეყანაში და თავისუფლების ხელშეუხებლობა. დღეს ბასიანი რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯებს დგამს და ატარებს კონცერტს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ გვართმევს თავისუფლებას და რომელიც უშუალოდ ძალადობს ჩვენზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტია ჩვენთვის! მოვითხოვთ, მოიქცეს კლუბი ღირსეულად და შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები: 1) გააუქმოს დაგეგმილი ღონისძიება რუსეთში; 2) გააკეთოს საჯარო განცხადება სადაც დაგმობს რუსულ ოკუპაციას; 3) არ ჩამოხიოს შესასვლელი კარებიდან სტიკერები წარწერით: “Russia Occupant”, რომელიც ჩვენ გავუკარით და ამ ნაბიჯით დაანახოს ყველა სტუმარს, რომ ქართველები არ ვეგუებით ოკუპაციას.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი