საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი აჭარაში დასაქმებულ ადვოკატებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ადვოკატებისთვის კონსტიტუციაში შესული ცვლილებების, ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა იყო.

.

,,ადვოკატთა ასოციაციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, არის რევოლუციური. ფაქტობრივად, კანონში ადვოკატის დაცვის მექანიზმი იმავე ხარისხშია აყვანილი, როგორც მოსამართლის. ანალოგიური სისტემა მხოლოდ მსოფლიოს 5 ქვეყანაშია დანერგილი და მათ შორისაა საქართველოც. გარდა ამისა, ჩვენ გადავდივართ ფრანგულ მოდელზე და შეიქმნება ადვოკატთა სკოლა, რომლის გავლაც ყველა ადვოკატობის მსურველისთვის იქნება აუცილებელი”.- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი