ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი, ცნობილი უფლებადამცველი:

_ ჩემს საადვოკატო ოფისში, საფრანგეთიდან ჩამოსული ზურა ხუციშვილის დედა, მეუღლე და ქალიშვილი მესტუმრნენ. ორ დღეში ორი წელი გადის ზურა ხუციშვილის უბინძურესი მკვლელობის დღიდან, რომელსაც არ იძიებს პროკურატურა.

2016 წლის 1 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ლაქაა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის ისტორიაში, რომელმაც თურმე არაფერი არ იცის ქვეყანაში რა ხდებოდა.

ზურა ელიბაშვილი-ხუციშვილი, რომელიც აეროპორტში მიდიოდა ინვალიდი ძმის დასახვედრად, სავარაუდოდ, რამოდენიმე პოლიციელმა აწამა, მოკლა და შემდეგ, მტკვარში გადააგდო. საპატრულო პოლიციის დაახლოებით 7 ეკიპაჟი ფიგურირებს საქმეში. ივანიშვილის პროკურატურამ, სავარაუდოდ, გაანადგურა მტკიცებულებები, აღმოჩნდა, რომ ზურა ხუციშვილის მკვლელობის პროცესში, მთელი მარჯვენა მტკვრის სანაპიროზე განთავსებული კერძო სათვლთვალო კამერები არ მუშაობდა. ივანიშვილმა არაფერი არ იცის რას აკეთებს პოლიცია და პროკურატურა, მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს წაიკითხავს, ალბათ, სამი დღე ინერვიულებს და შემდეგ ტელეინტერვიუში ახსენებს, რომ არ იცოდა, რომ პროკურატურა მტკიცებულებებს ანადგურებდა, რომ შეიძლებოდა, ყველა კამერა ერთდროულად გათიშულიყო, როდესაც უდანაშაულო ადამიანს პოლიცია აწამებდა და მტკვარში აგდებდა.

   პ.ს. ზურაბ ხუციშვილის ქალიშვილმა წარმატებით დაამთავრა სკოლა და საფრანგეთში, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დარწმუნებული ვარ, მისი თაობა თაროებიდან ჩამოიღებს საქართველოში ჩადენილ გახმაურებულ მკვლელობებზე დაკონსერვებულ გამოძიების მასალებს. სწორედ ისინი შეეცდებიან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და კანონის უზენაესობის პრინციპის დამყარებას.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი