ლონდონში, აშშ–ის საელჩოს თანმშრომლებმა დაკითხვაზე 3 თვის ბავშვი დაიბარეს, მას შემდეგ, რაც მისმა ბაბუამ ვიზის ანკეტის შევსების დროს, შვილიშვილი „ტერორისტად“ დაახასიათა. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს. ჰარვი კენიონ–ქაირნსმა, დოკუმენტების შევსების დროს, შეკითხვაზე: „გქონიათ, თუ არა კავშირი ტერორისტულ საქმიანობასთან, გენოციდთან ან ჯაშუშობასთან?“, შემთხვევით დადებითი პასუხი გასცა. ამის გამო, ბავშვი საელჩოში დაკითხვაზე დაიბარეს. „ვერ წარმომიდგენია, რომ შეცდომა ვერ დაინახეს. როგორ შეიძლება ჩვილმა ვინმეს ზიანი მიაყენოს“, – აცხადებს 62 წლის კენიონი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი