საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელში ჩასვლას აპირებენ, რეკომენდაციებს გასცემს. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელის სახელმწიფოში საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება. „მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაცრი და ხანგრძლივი შემოწმების პროცედურა იქნება საზღვრებზე. შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა, ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ეს გარემოებები და მაქსიმალურად ზედმიწევნით დაიცვან ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. კერძოდ, მგზავრობის მიზნობრიობა, ფინანსური უზრუნველყოფა და მოთხოვნის შემთხვევაში, გარკვეული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ სად იცხოვრებენ, რა აქვთ გამიზნული, რამდენ ხანს უნდა დარჩნენ ქვეყანაში და აქვთ თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთები“ – განაცხადა ტაბატაძემ. მისივე თქმით, თუკი საქართველოს მოქალაქე დაიკარგება, მან უნდა მიმართოს პოლიციას ან საელჩო საკონსულო სამსახურს. „მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მოერიდონ ე.წ. ტაძარში შესასვლელი „ბრასლეტების“ შეძენას, ხშირია შემთხვევები, როდესაც იყიდება გაყალბებული, ე.წ. ბრასლეტები”, – განაცხადა ტაბატაძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი