,,ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბერს 18:00 პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ!
ზაზა სარალიძე – ეს არის ჩვენი ბოლო ბრძოლა, ჩვენი ბოლო გამოსვლა ქუჩაში და აქედან ფეხს არ მოვიცვლით სამართლიანობის აღდგენამდე…, სანამ ბესელიების, ოხანაშვილების, მდინარაძეების და კობახიძეების მხრიდან ჩვენი შვილების დამცირება არ მორჩება…
მალხაზ მაჩალიკაშვილი – „კმარა, აბუჩად აგდება…, სანამ ეს დამნაშავეები იქნებიან ხელისუფლების სათავეში არანაირი სამართალი არ იქნება…

მოუწოდებთ მთელ საქართველოს – დავდგეთ ერთად, ჩვენ აქ ვიდგებით მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე, სანამ არ დაინახავს მთელი საქართველოს მოსახლეობა, რა მხეცები გვყავს ხელისუფლებაში…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბაჩუკი ქარდავა.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი