განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, ეს არის აქცია „სკოლებში სექსუალური განათლების და გენდერის (LGBT) თეორიის შეტანის საწინააღმდეგოდ“.

-”ეს არის სკოლის მოსწავლეთა მშობლების და ქართული საზოგადოების მიერ, სკოლებში, ორი ახალი საგნის, სექსუალური აღზრდის გაკვეთილებისა და მცირეწლოვანი მოსწავლეებისთვის, ჰომოსექსუალიზმის მიმართ ტოლერანტობის საწავლების წინააღმდეგ მიმართული  აქცია, რომელსაც „ქართული დასი“ უერთდება.  ყველა უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ გრანტებზე გაყიდული თაობა!“-აცხადებს ბაღათურია.

აქციაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი