აფხაზეთში აბორტის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. ე. წ. პარლამენტისადმი მიმართვას 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. აბორტის აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს 809 გამოკითხულის (მათ შორის 663 ქალი) 85 %. სამედიცინო ჩვენებით აბორტის დაშვებას აუცილებლად მიიჩნევს ე. წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატალ კაციაც.

ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

აფხაზეთში აბორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი მკვდარია.

ე. წ. კანონმდებლებმა აბორტის სრულ აკრძალვას მხარი 2016 წლის დასაწყისში დაუჭირეს, დემოგრაფიული მდგომარეობის მიზეზით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი