ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც გაერო-ში საქართველოს ელჩის და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრას ეხმაურება. ამის შესახებ სააგენტო Apsny.ru წერს. „ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 12 ივლისს გაერო-ში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან. ამ შეხვედრაზე აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე და ადამიანის უფლებების კუთხით კონტროლზე გაამახვილეს ყურადღება. სამწუხაროდ, ქართული მხარე აგრძელებს სხვადასხვა საერთაშორისო ტრუბუნების გამოყენებას და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ცალმხრივად და ყალბად ავრცელებს. საქართველო, საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობაში აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ბლოკავს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მიერ გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა და ამით აფხაზეთს არასასურველ იმიჯს უქმნიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

დე-ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ  ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. „ამის ფონზე ქართული მხარის მოწოდებები დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების შემოღების თაობაზე აბსურდულია. ქართული მხარე არ არის მზად კონფლიქტის რეალური მოგვარების საკითხები განიხილოს და რეგიონში უსაფრთხოების პირობები შექმნას.“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სოხუმის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, პოლიტიზირებული და პოპულისტურია.

იმედი ნიუსი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი