,,ოპონენტის წარსული, ბნელი ისტორია შენ ქცევას ვერ გაგიმართლებს. თუ პირადი გაქვს, საკანონმდებლო გარემო ან პოზიცია არ უნდა გამოიყენო, მით უმეტეს თავი იმართლო. არა მგონია, პროპორციული იყოს კეთილები აგინო ოპონენტს, როდესაც უსინდისოს და უუნაროს გიწოდებს და თანაც მიზეზებს გეუბნება.

ალბათ ამაზე უარესი ის არის, როდესაც ქვეყნის თითქმის პირველი პირის დასაცავად (დეპუტატებმა) მთელს საზოგადოებას საჯაროდ უთხრა, რომ შეიძლება კეთილები შეაგინო თუ უსინდისოს და უუნაროს გიწოდებენ საქმის წარმოების პროცესში, კანონშემოქმედებით და პოლიტიკურ პროცესში.

ვერც ხვდებიან რას საუბრობენ, საჯაროდ, რიგი ჩვენი დეპუტატებისა…

აუცილებელია, დაიწყოს დისციპლინური წარმოება პრემიერ მინისტრის ქცევის შესახებ და ოპონენტის განცხადებების ირგვლივ ჯდებოდა თუ არა აზრის გამოხატვის თავისუფლების და პარლამენტში მოქცევის წესების ფარგლებში.

P.S.
მაგრამ ვინ დაიწყებს წარმოებას, ის ორგანო, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელს ეძახის?”_ აცხადებს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი