ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს.

“ჩავალაგე პატარიკა ჩამადანი, ჩავიწყვე ჩურჩხელები, დავიხურე წითელი ქუდი და ჩამოვაკითხე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარს აშშ-ში. პროფესიული საქმეებიც უხვად მოვიმიზეზე, თორემ სად მცალია ამხელა ბებია ქალს საცანცაროდ.

მშვიდობით ჩავფრინდი, კარი თვითონ გამიღო. მგელი არ დამხვედრია.

სიკეთით, საინტერესოობით და ღირსებით სავსე ადამიანის, ალასას დაბადების დღეა, მთელი 44-ის გახდა, მორბის დროის ბილიკზე, მაგრამ მაინც სულ წინ ვარ ორი წლით.

მეგრელს რომ მიყვები რაჭველი, თუ გინდა, არ ჩამორჩე, მასზე ცოტა ადრე უნდა დაიბადო.”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი