„ასე ისჯება სიმართლის მთქმელი, ერი და ბერი – „ოცნების“ საქართველოში… ანუ, ეს, არის – „რუსთავი 2-ის ჟურნალისტიკა ქართულად?! ყველაფერი „პირველი“ – „რუსთავი 2“-ს – უვარდება ხელში!? ასე იყო, ასე არის – კიდევ, ასე „უნდა“ იყოს???… გაურკვეველია დღემდე: სახელმწიფო საიდუმლო სამსახური ხართ, თუ -კერძო ტელევიზია!? რას ემსახურება, რუსთავი 2-ს ეთერში გასული „წერილი-სიუჟეტი“ და „ვის წისქვილზე ასხამთ წყალს”- ჟურნალისტებო!?

დავიწყებ, იმით, რომ: ეს წერილი, ეკუთვნის თუ არა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს – „დაუდასტურებელია”?! წერილის „ავთენტურობა“ დაუდგენილია?! წერილში მოყვანილი ფაქტები: „ვარაუდებისა და შესესაძლებლობების“ დონეზეა გადმოცემული. მე, არა როგორც ჟურნალისტს, არამედ რიგით მოქალაქესა და მკითხველს მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვები და რიგი კითხვები – წყარო: რუსთავი 2; ავტორი: ნოდარ მელაძის მისამართით:

1. არის თუ არა ეს, „ირიბი“ ზეწოლა საგამოძიებო ორგანოებზე და უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის, დეკანოზი გიორგი მამალაძის დანაშაულის შემსუბუქების მცდელობა!?

2. თუ წერილის ავტორი, დეკანოზი _ გიორგი მამალაძეა, რომელიც (წერილის მიხედვით) ამხელს პატრიარქის გარემოცვის დანაშაულებრივ ჯგუფსა და მთავრობის წარმომადგენლებს – „სიმართლის“ მთქმელი დეკანოზი, კელიაში უნდა დალოდებოდა სინოდის სხდომას და არა -გერმანიაში გამგზავრებულიყო!?…

3. თუ წერილის ავტორი მართლაც დეკანოზი გიორგი მამალაძეა… მაშინ, სამომავლოდ, „მაზოხიზმის“ შემთხვევას ხომ არ „აანონსებთ“- დაკავებულის ადვოკატი, თქვენ და „გულშემატკივრები?“ ანუ, წერილის დაწერის შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საკუთარი თავის მიმართ გაუჩნდა დანაშაულის გრძნობა, დასჯის მოთხოვნილება და თვითმკვლელობის სისრულეში მოყვანისათვის განზრახვა – „საწამლავის“ შეძენა და გერმანიაში გამგზავრება, რათა, ამ გზით „მოენანიებია“ ცოდვები – პატრიარქისა და მისი გარემოცვის წინაშე!?… თქვენი „წერილი-სიუჟეტის“ ქვე-ტექსტი შემდეგნაირად „იშიფრება“: „ასე ისჯება სიმართლის მთქმელი, ერი და ბერი – „ოცნების“ საქართველოში“…

ნუ, გავუსწრებთ წინ – საგამოძიებო მოქმედებებსა და მოვლენებს?! ერი დაისჯება თუ ბერი, ამას მომავალი გვიჩვენებს! დიდება უფალს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს – საფრთხე -აღარ ემუქრება! მართლმადიდებელნო -ჩვენთან არს ღმერთი! ამინ! სპეციალურად, ”euronews.ge”- თვის ჟურნალისტი, იამზე კიკნაძე“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი