​ამბობენ რომ სიყვარულს მთების გადაადგილება შეუძლია, თუმცა კალიფორნიელმა წყვილმა დაამტკიცა რომ სიყვარულს მთაზე ასვლაც შესძლებია. ეშლი შმეიდერმა და ჯეიმს სისონმა საკუთარი ქორწილი ნამდვილ საოცრებად აქციეს. მათ გადაწყვიტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ევერესტზე აღენიშნათ. წყვილმა ქორწილი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადგილზე გადაიხადა. მათი ქორწილის ფოტოები საოცარი გამოვიდა.

​წყვილმა მთელი წელი დახარჯა იმისათვის, რომ ევერესტზე ქორწილის აღნიშვნის იდეა დაეგეგმათ. ეშლი და ჯეიმსი ნეპალში მარტის თვეში ჩავიდნენ და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მათი მთასვლელობის ამბავიც. მათ ევერესტზე ასასვლელად სრული სამი კვირა დასჭირდათ. მწვერვალზე ასვლის შემდეგ მათ საქორწილო სამოსი მოირგეს და ამით ცერემონიაც დაიწყო.

.

.

.

.

.

.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი