ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე:

_ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან საზოგადოებას ყველა მედია საშუალებიდან მიეწოდება ინფორმაცია მხოლოდ სასამართლო, საარჩევნო პრობლემებზე და პარლამენტის სპიკერმა ფაშისტები რომ ეძახა არასამთავრობეებს.
არადა, ასეთი კრიტიკული დაშედარებით ამომწურავი ანგარიში არასოდეს ყოფილა შრომით უფლებებზე, მგონი ჟურნალისტები თავის თავს ვერ ან არ აიგივებენ დასაქმებულებთან. ამას გულისწყვეტით იმიტომ არ ვწერ, რომ ჩვენ რამდენჯერმე ვართ ნახსენები ანგარიშში და ,,ანგარიში”გაგვიწიეთ ,,აქანეცთქვა”, უბრალოდ ის პატიოსანი ხალხი ოკიანის გაღმა მშრომელთა უფლებებზეც ბევრს წერენ და ჩვენი მედიის გამოისობით, ეჭვი არ შეგეპაროთ მშრომელებო, მათ ადეკვატურობაში (ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში).
იხილეთ:

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა (HUMAN RIGHTS REPORT 2018). ტრადიციულად, ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და იძლევა ადამიანის უფლებების მრავალმხრივ მიმოხილვას 200-მდე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ქვეყანაში არსებულ რიგ სხვა პრობლემებთან ერთად, დოკუმენტი ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს სოციალური პოლიტიკის და შრომითი უფლებების დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამ კუთხით, აღსანიშნავია რამდენიმე ძირითადი მომენტი:
• კანონი ზოგადად ითვალისწინებს და დასაქმებულთა უმრავლესობას, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლებს, გააჩნიათ ასოცირების თავისუფლების, კანონიერი გაფიცვის და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება – შექმნან და შეუერთდნენ დამოუკიდებელ გაერთიანებებს. ამასთანავე, დამსაქმებლები არ არიან ვალდებულნი ჩაერთონ კოლექტიურ მოლაპარაკებებში მაშინაც კი, თუ ამას მოითხოვს პროფკავშირები ან დასაქმებულთა ჯგუფი. იმის მიუხედავად, რომ კანონი ზოგადად უკრძალავს დამსაქმებლებს პროფესიული კავშირის წევრების ან გაერთიანების ორგანიზების წინააღმდეგ დისკრიმინაციას, დამსაქმებლებისგან კანონმდებლობა პირდაპირ არ ითხოვს პროფკავშირული საქმიანობისთვის გათავისუფლებული მუშების აღდგენას.

• მთავრობის მიერ განსაზღვრული “ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან” დაკავშირებული ზოგიერთი კატეგორიის მუშებს ეკრძალებათ გაფიცვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს ჩამონათვალი მოიცავს ზოგ ისეთ მიმართულებასაც, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, ნაკლებად უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და აღნიშნავს ისეთ სერვისებს როგორცაა “დასუფთავების მუნიციპალური სამსახურის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ობიექტების, ნავთობისა და გაზის წარმოების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანების და გაზის გადამამუშავებელი ობიექტების” თანამშრომლისთვის დაწესებული შეზღუდვები. ამ შეზღუდვის გამო, მთავრობას არ შეუმუშავებია კომპენსაციის რაიმე მექანიზმები.

• მთავრობამ ეფექტურად არ შეასრულა კანონმდებლობა, რომლიც ითვალისწინებს ასოცირების თავისუფლებას და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას, კვლავაც ადგილი აქვს მუშათა უფლებების დარღვევებს. არ დაწესებულა ეფექტური ჯარიმები ან რაიმე ფორმის დახმარება თვითნებურად გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, ხოლო შრომითი უფლებების შესახებ წამოებული სამართლებრივი დავები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი დაგვიანებით.

• 2017 წელს პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აღჭურვა უფლებამოსილებით უხელმძღვანელოს ახალ სამმხრივ კომისიას, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დიალოგის ხელშეწყობას ინდუსტრიისა და ორგანიზებული შრომის წარმომადგენლებს შორის. 18 თებერვალს გამართული სოციალური პარტნიორობის პირველი სამმხრივი კომისიის სხდომაზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დასრულების მნიშვნელობას. მიუხედადვად ამისა, შრომითი უფლებების დაცვის ზოგიერთმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ კომისიას წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს იმ თერთმეტი სექტორის განსაზღვრის კუთხით, რომელიც ა.წ. მარტში დამტკიცებულ შრომის უსაფრთხოების კანონში (OSH) შევიდა “მძიმე მავნე, და საშიშ სამუშაოს” კატეგორიაში.

• საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ცნობით, საქართველოს ფოსტისა და საქართველოს რკინიგზაში დამსაქმებელთა მიერ დაფინანსებული “ყვითელი” კავშირების გავლენა კვლავაც აფერხებდა დამოუკიდებელი კავშირების მუშაობას. GTUC-მ განაახლა სამმხრივ კომისაში თავისი მონაწილეობა ტყიბულის შახტებში გაზაფხულზე მომხდარი ინციდენტების შემდგომ, რომელთაც მსხვერპლი მოჰყვა.

• კანონი კრძალავს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმას, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ ნორმების აღსრულება ყოველთვის არ ყოფილა ეფექტური. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იძულებითი ან სავალდებულო შრომის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა GTUC-მ განაცხადა, რომ ეს იყო იმის გამო, რომ არ ყოფლა მთავრობის მცდელობა გაუმჯობესებულიყო შრომის ინსპექციის საქმიანობა.

• ბავშვთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ბავშვთა შრომის დარღვევების შემთხვევები არ გამოვლენილა. შრომის ინსპექციის მანდატის არარსებობა ამ მიმართულებით, რათა დაწესდეს ეფექტური სანქციები, ისევე როგორც ბავშვის შრომის შემთხვევების გამოძიების დაბალი მაჩვენებლი, გაურკვეველს ხდის, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებდა კანონს მთავრობა. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ბავშვთა შრომა ისჯება ჯარიმით, საქმიანობის ნებართვის შეჩერებით, პრობაციით ან პატიმრობით. ბავშვთა შრომის კვლევის მიხედვით, 2016 წლისთვის, და ეს მონაცემები მიმდინარე წელს ხელმისაწვდომი არ იყო, სამუშაოებში ჩართულ ბავშვთა უმრავლესობა (სავარაუდოდ 83 პროცენტი) დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში, ძირითადად, ოჯახურ მეურნეობებში ან ოჯახურ საწარმოებში. უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლება არ განიხილავს ამ სამუშაოს, როგორც შეურაცხმყოფელი ან კატეგორიულად როგორც ბავშვთა შრომად. ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ოჯახური ფერმის ვალდებულებები დომინირებდნენ საგანმანათლებლო ვალდებულებებზე და სასკოლო დასწრებაზე და ამ კუთხით, ეთნიკური უმცირესობების ბავშვების მიერ სკოლაში მონაწილეობის მაჩვენებელი იყო განსაკუთრებით დაბალი.

• ქუჩის მათხოვრობა დარჩა ბავშვთა შრომის ყველაზე თვალსაჩინო ფორმად, განსაკუთრებით თბილისში. ივლისში UNICEF-მა წარმოადგინა დასკვნა ქუჩის ოჯახების და უპატრონო ბავშვების საზაფხულო სეზონის და ტურისტული ადგილების მიმართულებებით მიდინების შესახებ. ასეთი ბავშვები იყვნენ მოწყვლადნი ძალადობისადმი, არ ჰქონდათ განათლების ან სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გარდა.

• დისკრიმინაცია დასაქმების დროს. დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე ფართოდ გავრცელებული ფენომენი იყო. GTUC იტყობინება ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და პროფკავშირული ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ. კომპანიები და დამსაქმებლები ხშირად ახდენდნენ რეორგანიზაციას, რათა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ თანამშრომლები, რომლებიც აღწევდნენ საპენსიო ასაკს. გარდა ამისა, ვაკანსიის განცხადებების დროს, ხშირად დაწესებული იყო ასაკობრივი ზღვარი, როგორც წინაპირობება კონკრეტული პოზიციისთვის. GTUC იტყობინება საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში ფართოდ გავრცელებული ზეწოლის შემთხვევების შესახებ პროფკავშირული საქმიანობის ნიშნით, განსაკუთრებით სარკინიგზო და საფოსტო სტრუქტურებში.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს შრომით ბაზარზე თანასწორობას, არასამთავრობო ორგანიზაციები და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებში და ამგვარ შემთხვევების შესახებ რეპორტირტება იყო არასაკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ გაუმჯობესდა ქალების წვდომა შრომის ბაზარზე, ქალები დიდწილად შეზღუდულნი იყვნენ დაბალ ანაზღაურებითა და დაბალი პოზიციებით, მიუხედავად მათი პროფესიული და აკადემიური კვალიფიკაციისა, ხოლო მათი ხელფასები კვლავ ჩამორჩება მამაკაცების ანაზრაურებას.
შრომის პირობები. მინიმალური ხელფასი სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისათვის თვეში შეადგენდა 115 ლარს (43 $). ოფიციალური მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში არ შეცვლილა 90-იანი წლების შემდეგ და დარჩა თვეში 20 ლარი ($ 7.50). არცერთი ოფიციალური ყოველთვიური მინიმალური ხელფასი არ აკმაყოფილებს საარსებო წყაროების შემოსავლების იმ დონეს, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით შეადგენს 175 ლარს თვეში ($ 65). დამსაქმებლებს არ გამოუყენებიათ ოფიციალური მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში, თუმცა კერძო სექტორში შენარჩუნებულია ყველაზე დაბალი ანაზრაურების მქონე სამუშაო ადგილები, რომლებიც, როგორც წესი, არ აღემატება თვეში 200 ლარს (75 $).
კანონი ითვალისწინებს 40-საათიან სამუშაო კვირას და ყოველკვირეულად 24-საათიან დასვენების პერიოდს, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ზეგანაკვეთად ითვლება შრომა, როგორც ზრდასრული მშრომელის მიერ ხორციელდება როგორც 40-საათიანი სტანდარტული სამუშაო კვირის დამატებითი საქმიანობა და რომელიც რეგულირედება მხარეებს შორის შეთანხმებით. დადგენილია, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ გაიცემა თანამშრომლთა მხრიდან კვირაში 48 საათზე მეტი სამუშაოს შესრულებამდე.
GTUC-მ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს კანონმდებლობა, რომლითაც შეზღუდულია შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები მხოლოდ “მძიმე, მავნე და სახიფათო” მრეწველობისთვის. 11 გამოვლენილი “მძიმე, მავნე და სახიფათო” მრეწველობის სფეროს მიღმა, მთავრობამ ეფექტურად ვერ განახორციელა კანონმდებლობა მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათების, პროფესიული უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების აღსრულებას კუთხით.
აღნიშნული მიმართულებით, შრომითი ინსპექტირება დარჩა ნებაყოფლობითი და უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებლებმა შრომითი ინსპექტორების მუშაობის დაწყებამდე შეტყობინება მიიღეს ხუთი დღით ადრე. ინსპექტორებს არ ჰქონდათ დამსაქმებლებისთვის ჯარიმების ან სხვა ჯარიმების დაწესების მანდატი არასტანდარტული სამუშაო პირობებისთვის, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შრომისთვის მისაღები პირობები. გამოვლენილი დარღვევების მიმართ ჯარიმები იყო არაადექვატური.
კვლავ გრძელდებოდა დასაქმებულთა უფლებების დარღვევა დამსაქმებელთა მხრიდან და მუშების უმრავლესობას არ გააჩნდა მოეხდინათ სახიფათი სიტუაციებიდან დისტანცირების საშუალება მათი დასაქმებისათვის საფრთხის შექმნის გარეშე. ფიქსირებულ ვადიან კონტრაქტზე დაქირავებული თანამშრომლები ხშირად შიშობენ, რომ დამსაქმებელთა ყურადღების მიქცევა იმ სიტუაციებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, გახდება იმის საფუძველი, რომ დამსაქმებლებმა შესაძლოა აღარ გაუგრძელონ მათ შრომითი ხელშეკრულება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი