გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კვირიკაშვილმა პარლამენტში გააკეთა და რომელიც ე.წ. ტენდერების საკითხზე არსებულ უთანხმოებას ეხებოდა. გაჩეჩილაძის თქმით, წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი გაცნობოდა საქმის დეტალებს ისე, რომ არ მოესმინა ორივე მხარისთვის. გაჩეჩილაძის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში, თუკი ის მართალი არ იქნებოდა, საჯარო განცხადებებს არ გააკეთებდა. გაჩეჩილაძე დღეს საფრანგეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესს სამარცხვინო უწოდა.
”სასაცილოა ეს ყველაფერი. ამ საქმეში საელჩოები ჩაერთნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თაღლითის იარლიყი მიაწებონ გიორგი შარაშიძეს, რაც სამარცხვინოა. დაფიქრდით, თუ საერთოდ გაქვთ სირცხვილის გრძნობა, რადგან რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამთ, მით უფრო ჩიხში შედიხართ. აღნიშნული საქმე რომ არ იყოს ჩვენი მხრიდან ათასპროცენტით მართალი, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამდით, მაგრამ ის, რომ 28 წლის ადამიანს ფეხებით შედგეთ, იჯიჯგნაოთ, რათა მას თაღლითის იარლიყი მიაწებოთ, ამის უფლებას არ მოგცემთ. პრემიერი წინასწარ არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებას. პრემიერმა არ მომისმინა არც მაშინ და არც დღეს კადრულობს მოსმენას. როგორ შეისწავლა საქმე, თუ მეორე მხარეს არ მოუსმინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო მეტჯერ გააკეთებენ ასეთ განცხადებას, მით უფრო შევლენ ჩიხში. როგორ დარწმუნდა პრემიერი, თუ ჩვენ არ მოგვისმინა. შესაძლოა, იმ დოკუმენტებში რაღაც დააკლეს და ისე მიაწოდეს. ძალიან დიდი კორუფციული ლაბირინთია და არ შეიძლებოდა ამ საქმის ასე მარტივად შესწავლა. ამ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პირი, სანამ არ დამთავრდება სამუშაოები. ხშირად თვითონ იძახიან, დაველოდოთ გამოძიებასო და ახლა მე მაყვირებენ, რომ გამოძიებას დაველოდოთ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი