საზოგადოება

,,არ ვიცი, რა ძალამ გამახდევინა ჩემი თბილი, შალის პალტო და ჩამაცმევინა იმ ქალისთვის…”

,,დღეს ავტობუსში რომ ვიჯექი ვიღაც გაძვალტყავებული ბებო ამოვიდა, რომელსაც ძალიან თხლად ეცვა და ფეხები ჩინურ, დახეულ ჩუსტებში წაეყო. ჰოდა, მძღოლის შენიშვნაზე, რატომ გაცვია ასე თხლადო უპასუხა,  სახლში შუქი არ მაქვს, აბანოში ვიყავი, ერთადერთი კურტკა გავრეცხე და სველს ვერ ვიცმევო. სახეზე გადამივიდა ალმური, გავშრი და თითები თავისით წავიდა ღილებისკენ, თან მრცხვენოდა,, მრცხვენოდა ჩემი ამ ქმედების საჯაროდ გამოხატვა.. წინ მჯდომმა ბიჭმა ღელვა და წრიალი შემატყო და გაოცებულმა გადმომხედა რამდენჯერმე. მეშინოდა შეურაცხყოფად არ მიეღო ჩემი ეს ნაბიჯი, რის გადადგმასაც ვაპირებდი. არ ვიცი რა ძალამ გამახდევინა ჩემი თბილი წითელი შალის პალტო და ჩამაცმევინა იმ ქალისთვის. თვალები სიხარულით გაუფართოვდა და ტუჩებთან გაჩენილი ნაოჭები ბედნიერმა ღიმილმა წამიერად გაუქრო.

მლოცა და მლოცა, აღმოჩნდა, რომ 13 ივნისის წყალდიდობამ შვილი დაუკარგა უგზო უკვლოდ, ყოველმხრივ საცოდავი იყო, დავბრუნდი ჩემს სკამზე აწითლებული სახით და ყურებში ნაუშნიკები გავირჭე, რომ დავმალვოდი გაოცებული მგზავრების თვალებს. იღიმოდა მძღოლი, იღიმოდა ის ბიჭიც წინ, რომ მეჯდა… ჩასვლის წინ მძღოლმა კარგი კარგი ბიჭი ხარო მომაძახა. მოვასწარი და მივწერე სმსით ეს ყველაფერი ერთერთ მეგობარს, რომელსაც დეპრესია აქვს, თან ძალიან სერიოზული, რომელსაც ამ შემთხვევამდე დავემშვიდობე: ვიცი, რომ სიგიჟეა რასაც ეხლა მოგიყვები, მაგრამ დამიჯერე მარტო ასეთი რაღაცეებისთვის ღირს სიცოცხლე თქო. მომწერა გაგისაჯაროებო, მაგრამ დავასწარი)). ნოემბრის ამ ცივ და გაყინულ ღამეს დამიჯერეთ ყველაზე გამთბარი მე ვბრუნდებოდი სახლში. გამთბარი რაღაც უხილავი კმაყოფილების შეგრძნებით და აინუნშიც არ ვაგდებდი გაოცებული ხალხის მზერას, რომლებიც თბილ სამოსში ჩაფუთნულნი მიყურებდნენ ეს შიშველი გადარეული სეზონის გიჟი ვინააო))” _ წერს სოციალურ ქსელში გიორგი, რომლის გვარიც უცნობია.

სიკეთე გადამდებია, დავეხმაროთ გაჭირვებულებს! 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close