“მოგეხსენებათ, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით დამატებითი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. ეს ექსპერტიზები დანიშნულია, გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და ველოდით, რომ უკვე დღესვე უნდა მომხდარიყო ბადრაგირება ექსპერტიზაზე, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე. არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ნონა ფილაურმა.

საქმე იმაშია, რომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა სასამართლოს მიმართ იშუამდგომლა, რომ აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო პროცესი გადადებულიყო, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესის გადადება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან სასამართლო განხილვები ჭიანურდება.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი