ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე:

_ დღეს ვიყავი თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე. (განსახილველი საკითხის შინაარსს ამჯერად არ შევეხები). ეს სურათი ძალიან კარგად ასახავს იმ ანაქრონისტულ წარმოდგენას, რაც გაბატონებულია ჩვენში, რომ სახელმწიფო თავდაცვა ექსკლუზიურად კაცების საქმეა. კედელზე გამოფენილი ჩვენი საპატივსაცემო წინაპრებიც კი ექსკლუზიურად მამაკაცები არიან! ნუ თუ მაინცდამაინც ვერ ვცდებით იმ უკიდურესად მოძველებულ პარადიგმას, რომ თავდაცვა მაინცდამაინც ფიზიკურად ბრძოლასთან და ბრძოლის ხაზზე ყოფნასთან ასოცირდება, მარო მაყაშვილის სურათს მაინც დავკიდებდი 
 ჰოდა ვზივარ და ვფიქრობ – მეტი ქალი ( ე.ი. მეტი თანასწორობა/სამართლიანობა) პოლიტიკაში და რაის თანასწორობა, განსახილველ საკითხზე ჩემი გამოსვლის პასუხად, აქ არ გვინდა პოლიტიკაზე საუბარიო – საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს ორგანოში ითქვა ეს.
#მაინცგვეშველება!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი