საქართველოში 80–მდე  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 20–ზე მეტი ონლაინ სესხის გამცემი კომპანია არსებობს.  მათი მომსხურების მთავარი მიზანია დაგეხმაროთ მოულოდნელი ფინანასური პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, ხშირად, მსესხებელი ვერ იაზრებს მიკროსესხის მთავარ დანიშნულებას და პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ სესხის აღების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო რთუდება, რადგან მომხმარებელს მისი დაფარვა უჭირს.

იმისათვის რომ სწრაფი კრედიტი დამატებით ფინანსურ პრობლემად არ გექცეთ, სესხის აღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ, სწორი გათვლები გააკეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ისესხოთ თანხა, კონკრეტული მიკროსაფინანასო ორგანიზაციისგან. ქვემოთ, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევაა, რომელიც აუცილებლად გადეხმარებათ სწორი ნაბიჯის გადადგმაში.

 

  1. რისთვის იღებთ სესხს? ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ სესხის აღების დროს თანხის მარტივად მიღების იდეამ არ გაგიტაცოთ და კარგად გაიაზროთ, კონკტერულ სიტუაციაში ღირს თუ არა კრედიტის აღება. არ აიღოთ სესხი გასართობად, საყიდლებისთვის და მსგავს სიტუაციებში, თუ დარწმუნებული არ იქნებით რომ მის გასტუმრებას შეძლებთ.
  2. თუ მაინც გადაწყვეტთ სესხის აღებას, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რამდენია თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რასაც მიკროსაფინანასო ორგანიზაცია გსესხულობთ. განაზღრეთ რა თანხა გეყოფათ მოცემულ სიტუაციაში და ისესხეთ ზუსტად საჭირო რაოდენობა. იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ რა თანხა ემატება ძირითად ვალს და  საბოლოოდ რამდენის დაბრუნება მოგიწევთ, გამოიყენეთ ონლაინ სესხების ვებ–გვერდებზე განთავსებული კალკულატორი.
  3. ჯერი  მიკრო სესხის გამცემი კონპანიის არჩევაზე მიდგა.  თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მიკრო სესხების გამცემი კომპანიები მრავალფეროვან პირობებს გთავაზობენ. ამიტომ,    აუცილებლად განიხილეთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი და  შედარების დროს ყურადღება გაამახვილეთ, თითოეული კომპანია რამდენ პროცენტს გირიცხავთ ძირითად თანხაზე, როგორც საკომისიო. ასევე დააკვირდით სესხის დაფარვის დაგვიანების შემთხვევაში  თითოეულ დღეზე ჯარიმად რამდენის გადახდა მოგიწევთ და რა პირობები და დამატებით გადასახადი აქვთ დაწესებული სესხის გადავადების შემთხვევაში. თუ ყურადღებით დააკვირდებით ამ მონაცემებს, გააკეთებთ სწორ არჩევანს და არ გადაიხდით ზედმეტს, რაც კიდევ უფრო გაგიადვილებთ სესხის დროულად გასტუმრებას.

ერთ–ერთი სანდო კომპანიაა kapiki.ge, სადაც 50–250 ლარამდე შეგიძლიათ ისესხოთ თანხა და თქვენს მოთხოვნებაზე პასუხს სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ. დადასტურების შემთხვევაში კი თანხას თქვენთვის მოსახერხებელი საშუალებით აიღებთ.  უფრო დეტალურად ინფორმაცია მათ პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  Kapiki Sesxebi365-ზე.

საბოლოოდ, პრაქტიკულად იაზროვნეთ, გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და ისე გადაწყვიტეთ სესხის აღება,  რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მისი დაფარვა არ გაგიჭირდებათ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი