პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,არ არის გამორიცხული, შეიარაღებული შეტაკებებიც მოხდეს” _ სომხეთში სიტუაცია ჩიხში შევიდა (ექსკლუზივი)

 

   სკანდალი-ექსკლუზივი

   ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

 _ სომხეთში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოპალარაკებათა რაუნდი ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ასევე რუსული „გაზპრომის“ მენეჯერის კარენ კარაპეტიანს შორის ქვეყანაში განხორცილებული ე.წ. „ხავერდოვანი რევოლუციის“ პირველი ეტაპის შემდეგ, რაც დასრულდა ე.წ. „ყარაბაღული კლანის“ ძლევამოსილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსის სერჟ სარკისიანის პრემიერ-მინისტრის თანადებობიდან გადადგომით. სიტუაცია, რომელიც ამა წლის 23 აპრილს თითქოს განიმუხტა, სპონტანურად დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად და სერჟ სარგისიანის გადადგმომის შემდეგ, თანდათანობით გადაიზარდა პოლიტიკურ კრიზისში, სადაც უკვე რომელიმე სცენარის განვითარების პროგნოზირება ძალიან რთული. ფაქტიურად, მდგომარეობა მიდის პოლიტიკურ ჩიხამდე და არ არის გამორიცხული, მცირე სახის შეიარაღებული შეტაკებებიც კი მოხდეს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ამიტომაც, სიტუაცია, რომელიც კლასიკური გაგებით პოლიტიკური გადატრიალების ვითარებას ასახავს, არის საკმაოდ არაორდინარული და ბევრისთვის სავსებით მოულოდნელი.    პოლიტიკური მეცნიერების ლექსიკონში არსებობს პოლიტიკური გადატრიალების შემდეგი კონკრეტული ტიპოლოგია:

  • სამხედრო გადატრიალება (პრონუსიამენტო), რომელიც ასოცირდება პოლიტიკური რეჯიმის ან სისტემის ცვლილებასთან;
  • „სასახლის“ გადატრიალება, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ჯგუფის დეკორატიული სახით და უსისხლოდ შეცვლას;
  • სამხედრო ამბოხი, რომელიც ასოცირდება სოციალური და ეკონომიკური ვითარების გამოსწორებასთან;
  • პუტჩი (წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება ან ამბოხი);
  • სოციალური ბუნტი, ასოცირდება სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ან კრიზისად გამოსვლის ტენდენციით და ხელისუფლებისამდი ულტიმატუმის ენით საუბრის ტონით ან საბოლოოდ, როგორც ეს ხდება ხოლმე მისი შეცვლით;
  • რევოლუცია, რომელიც ასოცირდება შეიარაღებული გზით პოლიტიკური სისტემის ძირეულ ცვლილებასთან ან რეჟიმის დამხობასთან;
  • „ხავერდოვანი რევოლუცია“, რომელიც არის რევოლუციური პროცესების განვითარება მშვიდონიანი საშუალებებით და პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება პოლიტიკური სისტემის შიგნით;
  • „ფერადი რევოლუცია“, რომელიც ასოცირდება რევოლუციური პროცესების განვითარებასთან მშვიდობიანი საშუალებებით, ოღონდ ამ შეთხვევაში ხორციელდება ქვეყანაში საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას და რომელიც ძირითადად იმართება ქვეყნის გარედან;
  • სამხედრო ჩარევა ან შეზღუდული ინტერვენცია – ქვეყანაში შეზღუდული სამხედრო ინტერვენცია ან შეიარაღებული ჯგუფის შესვლა პოლიტიკური მმართველობის შესაცვლელად, რა თქმა უნდა, ამის ინსპირირება ხორციელდება ასევე ქვეყნის გარედან, ხშირად მასთან ასოცირდება ე.წ. „regime change” – პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა სათანადო საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლით ან ამ კურსის კიდევ უფრო გაძლიერებით. ფაქტიურად, ასე გამოიხატება პოლიტიკურ გადატრიალებათა კლასიფიკაცია.
  • ჯერჯერობით სომხეთში გადატრიალება ხორციელდება  „ხავერდოვანი“ რევოლუციის  სცენარით და მას გააჩნია თავისი ფუნდამენტური მიზეზები. მიზეზები წარმოადგენს შემდეგს და ის უკავშირდება სომხეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ  პროცესებს, რომლებიც განვითარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში 2008 წლის მარტის სისხლიანი წარუმატებელი „ფერადი“ რევოლუციის შედეგად, რომლის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 10-მდე ადამიანი, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა. ფერადი რევოლუცია მაშინდელმა ოპოზიციურმა ძალებმა მოაწყვეს, მაშინდელი ლიდერის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მეთაურობით. ამჟამინდელი ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი იმ პროცესების სათავეებთანაც იდგა (მან 2 წელი გაატარა საპყრობილეში ამ პროცესების შედეგად). დღევანდელი „ფერადი რევოლუცია-2“-ის მიზეზები კი სომხეთში შეადგენს შემდეგს:
  • ქვეყანაში არსებული საშინელი მდგომარეობა და მასობრივი კორუფცია, რომელიც ყველა საზოგადოების ფენას მოედო;
  • ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მასობრივი უმუშევრობა, დაახლოებით მოსახლეობის 40% და საშუალო ხელფასი შეადგენს ერევანში თვეში 390 დოლარს, ხოლო რაიონებში კი 108 დოლარს, თუმცა ასეთი შემოსავლები ძალიან მცირე კატეგორიას გააჩნია, ასევე დაბალია პენსიის მაჩვენებელი 83 დოლარს. ფასების ინფლაცია კი უკვე აღწევს ჰიპერდონეს, გაუფასურებული სომხური დრამის ფონზე;
  • სერ სარკისიანმა, რომელიც 2007 წლიდან გახდა მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და 10 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის ხელმძღვანელი, დაარღვია თავისივე პირობა, რაც მან წარმოთქვა ჯერ კიდევ 2015 წელს რომ იგი 2018 წლიდან საერთოდ წავიდოდა ხელისუფლებიდან. მაგრამ კონსტიტუციური რეფორმების შედეგად და ქვეყანაში საპარლამენტო ფორმის მმართველობის შემოღების კონტექსტში, რომელიც მან თავის მეგობარ მიხეილ სააკაშვილისაგან გადმოიღო, გადაწყვიტა თავისივე პირობა დაერღვია. მან გადაწყვიტა, გაეგრძელებინა თავისი სახელისუფლო „ოდისეა“ ნომინალური და არაფრისმქონე პრეზიდენტის ფონზე. სხვათაშორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოქმედდა პრემიერ-მინისტრის არჩევის შედეგად, გახდა ქვეყნის უპირობო მმართველი, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და საგარეო-პოლიტიკური კურსის განსამზღვრელი სუბიექტი. მოსახლეობამ უბრალოდ არ აპატია მას სიტყვის გატეხვა;
  • მთიანი ყარაბაღში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, განსაკუთრებით, 2016 წლის აპრილის 5 დღიანმა ომმა, რომლის შედეგადაც სომხურმა მხარემ დაკარგა მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული სახის ტერიტორია, გააჩინა ე.წ. „ვიეტნამის სინდრომის“ ეფექტი და ფაქტიურად ამ ომში მიღებული დამარცხების სინდრომი სერჟ სარგისიანს „აეკიდა“, როგორც უსაფრთხოების გარანტ პიროვნებას, რომელიც მოვიდა ძალოვანი დაჯგუფებიდან და წარმოადგენს მძლავრი ე.წ. „ყარაბაღის პოლიტიკურ კლანის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანუ უსაფრთხოების საკითხებში სტაბილურობის შეგრძნების დაკარგვა გახადა ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მის მიმართ უარყოფითი სენტიმენტების გაჩენისა მოსახლეობაში. შეირაღებულ ძალებში გაჩნდა უკვე სარკისიანის მიმართ უარყოფილი განწყობა და შედეგმაც არ დააყოვნა, როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა,  სამხედრო მოსამსახურეები ეგრევე გადავიდნენ ოპოზიციის მხარეს, 22 აპრილს, რამაც გამოიწვია სერჟ სარკისიანის გადადგომა;
  • ქვეყანაში დამყარებული ოლიგარქიულმა წესრიგმა, მათ შორის არა მარტო სომხურმა (მაგალითად, თუნდაც გაგიკ ცარუკიანის ფაქტორი, რომელმაც თავისი პოლიტიკური პარტიაც კი შექმნა „კეთილდღეობის პარტია“, ისევე როგორც მოსკოვში მოღვაწე სომხური წარმოშობის ოლიგარქების რუბენ ვარდანიანის და სამველ კარაპეტიანის ფაქტორი, ეს უკანასკნელი აპირებდა ყველაზე მსხვილი ფინანსური პროგრამის განხორციელებას 840 მილიონი დოლარის ოდენობით), არამედ რუსულმა (დღეს რუსი ოლიგარქების აკონტროლებენ ქვეყნის ეკონომიკის 40%-ს) გამოიწვია მოსახლეობის სოციალური პოლარიზაცია და სიღარიბის მასშტაბების ზრდა;
  • ქვეყანაში მიგრაციული პროცესების მასშტაბების მასობრივი ზრდა. დღეს რეალურად სომხეთის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 2.5 მილიონ ადამიანს და რეგიონებში მიმდინარეობს სოფლების მასობრივი დაცლა და ქვეყნიდან უკვე გავიდა 1 მილიონი ადამიანი, მარტო რუსეთის ფედერაციაში არალეგალურად ცხოვრობს დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი. ამ ფაქტორმაც იქონია საკმაოდ მძიმე შედეგი და გავლენა ქვეყნის მოსახლეობაზე;
  • ნეპოტიზმის აღზევება და ე.წ. „ყარაბაღური“ კლანის სრული მონოპოლიზაცია ქვეყნის მასშტაბებში, როგორც ქვეყნის მმართველ პარტიაში, ასევე სამთავრობო სტუქტურებში, კერძოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წარმოშობით არის ყარაბაღიდან და დაიბადა სტეპანკერტში;
  • ავტორიტარული რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევა და რეფორმების ჩატარების აუცილებლობის დაწყება, სიტუაცია ძალიან წააგავს საქართველოს ე.წ. „ვარდების“ ხავერდოვანი რევოლუციის სცენარს, სადაც მთავარი დარტყმის ობიექტი იყო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მმართველი „მოქალაქეთა კავშირის“ პარტია.

ფაქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პოლიტიკური კოალიცია დაიშალა, ისევე როგორც დაიშალა ჩვენთან „ქართული ოცნების“ კოალიცია, და მას გამოეყო ფაქტიურად გაგიკ ცარუკიანის „კეთილდღეობის“ პარტია (აღნიშნული პარტია ზუსტად იმავე სატელიტურ პოლიტიურ ფუნქციებს ატარებდა, როგორც გიორგი თარგამაძის „ქრისტიან-დემოკარტების“ პარტია სააკაშვილის ავტორიტარულ-ავტარკიული რეჟიმის დროს) და უძველესი „დაშნაქცუთუნის“ პარტია, მმართველი რესპუბლიკურ პარტიას კვლავ უკავია უმრავლესობის რიცხვი ქვეყნის პარლამენტში, რომელიც გახდა ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის უმთავრესი სტრუქტურა, მათ ხელშია 58 დეპუტატი, მაშინ როდესაც „ცარუკიანის“ ფრაქციას გააჩნნია 31 დეპუტატი, „დაშნაქცუთუნის“ ფრაქციას 7 დეპუტატი, ხოლო ნიკოლ პარუშიანის „ელკის“ (გამოყოფა) გააჩნია 9 დეპუტატი. ამიტომაც,  მართველი პარტიის სრულად დასამარცხებლად საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, თორემ თუ ეს არ შეადგა სულ მცირე ივნისის თვეში. თუ არჩევნები ჩატარდა სექტემბერში მაშინ მმართველი პარტიას ექნება შანსი, შეინარჩუნოს საკუთარი ხელისუფლება. ამიტომაც, ნიკოლ პარუშიანს ექნება ულტიმატუმი ვადამდემლი არჩევნების ჩატარება და „რესპუბლიკური პარტიის“ როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამომხატველი პოლიტიკური ძალის არ დაშვება ამ არჩევნებში. ამ ეტაპზე საგარეო პოლიტიკური ფაქტორების გავლენას ადგილი არა აქვს, თუ არ ჩაითვლება ევროკავშირის უცაბედი გააქტიურება სომხეთში მიმდინარე პროცესებში (ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი სომხეთში აქტიურ მედიატორობას ახორციელებს პოლიტიკურ ძალებს შორის და ევროკავშირმა გააფრთხილა აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლება და ამით ფაქტიურად ლეგიტიმურობის სტატუსი დაუქვეითა სარკისიანის რეჟიმს, რომელიც გადადაგ მეორე დღეს მთელი მთავრობის შემადგენლობით).

რუსეთის ფედერაციის სიწყნარე გასაგებია, რადგანაცა საგარეო-პოლიტიკურ კურსის ცვლილებას კრემლი არ ელოდება ნებისმიერ შემთხვევაში და პირიქით, მეზობელ აზერბაიჯანს გაუგზავნა ფაქტიორი ულტიმატუმი არ განახორციელოს არავითარი ნაბიჯი მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, რაც გამოიხატა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის და პუტინის პირადი მეგობრის, სერგეი ნარიშკინის მივლინებით ბაქოში, რომელიც პირდაპირ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, რომელიც ამ შეხვედრის დასრულებისთანავე ეგრევე გაემგზავრა თურქეთში, როგორც ჩანს ერდოღანთან. თუმცაღა, ალბათ ივნის-ივლისის თვეებში სიტუაცია მთიან ყარაბაღში შეიძლება კვლავაც გაუარსდეს და საკმაოდ რადიკალურად. დღევანდელი  სიტუაციით, ნიკოლ პაროშიანს არ შეუძლია გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგანაც, მას არ გააჩნია უმაღლესი განათლება. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პოლიტიკური ეპოპეა.  

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close