Home ახალი დამატებული „არც იოცნებოთ, რომ ვინმე გადაგეფარებათ მდინარაძეებს, ენძელებს და გუგულებს“

„არც იოცნებოთ, რომ ვინმე გადაგეფარებათ მდინარაძეებს, ენძელებს და გუგულებს“

20 second read
0
14

ნიკა გვარამიასა და მამუკა მდინარაძეს შორის გამართულ  ტელედებატებს რუსთავი 2-ის ეთერში გამოეხმაურა სანდრო ბრეგაძეც:

„თუ გეშინიათ და თავი არ გაქვთ, რას მიდიხართ ამ პირდაპირ ეთერში? გვარამიამ როგორ უნდა შეგაშინოს და მიგჯირყვნოს? ეს იცით რისი ბრალია, მდინარაძის მსგავსებით რომ არის „ოცნება“ სავსე. ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წამი არ ქონია პროტესტის გრძნობა სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში.

  არ დამავიწყდება მდინარაძეს რომ შეეკითხნენ, 9 წელი არცერთ მიტინგზე არ გვინახიხარ და 2012 წლის 1 ოქტომბერს მაინც სად იყავიო? სად ვიყავი და სახლში ვიჯექი და მეზობლებს ვეუბნებოდი, „ოცნებას“ მიეცით ხმაო. აი, ასეთი „მებრძოლები” რომ გაიხადა „ოცნება“-მ ახალ სახეებად, ამიტომაც აგახიათ სახე გუშინდელ პირდაპირ ეთერში გვარამიამ და არც იოცნებოთ, რომ ვინმე გადაგეფარებათ მდინარაძეებს, ენძელებს და გუგულებს. ჩემთვის უკვე ერთი ნაგავი ხართ ორივე მხარე. ისე, გვარამია რომ  „მიგაჩმორებს”, ამის მერე საერთოდ უნდა წახვიდე“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბრეგაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *