პოლიტიკა

“არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას”

“ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ვაკეში, N4 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

 მერობის კანდიდატი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის ბიულეტენი დღეს საარჩევნო ყუთში მისმა ქალიშვილმა მოათავსა.

“მე მივეცი ხმა მომავალს, მივეცი ხმა განვითარებას, მივეცი ხმა წარმატებას, მივეცი ხმა არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომებს და რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვექნება დღეს არჩევნებზე და არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას”, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close