არიზონას შტატში ხვლიკმა პოლიციაში დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ეივონდეილის პოლიციის სამმართველო Facebook-ზე ავრცელებს. წვერებიანმა პოგონამ (ქვეწარმავალთა სახეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი) ფიცი დადო, შემდეგ კი მას პოლიციის ჟეტონი გადასცეს. ქვეწარმავალი, რომელსაც პოლიციელებმა აირო შეარქვეს, საპატრულო დეპარტამენტში 2016 წლიდან “მუშაობს”. მისი ფუნქციაა, ყნოსვის გამოყენებით აღმოაჩინოს ნარკოტიკების კონკრეტული სახეობები. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, რეპტილიას ნარკოტიკების აღმოჩენის ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორიც სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებსაც კი არ აქვთ.

წყარო: imedi.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი