ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს შეხვდა სენატორ დიკ დურბინს. შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. შალვა ნათელაშვილი განცხადებით, ჩვენ სამუდამოდ უნდა დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი. “საქართველო ათასწლეულების მანძილზე წარმოადგენს ოკუპაციისა და გენოციდის სარბიელს მეზობელი იმპერიებისთვის, თუ სხვა რჯულის დამპყრობლებისათვის. ჩვენ მთელი მსოფლიო უნდა მივიყვანოთ იმ აზრზე, რომ არანაკლები დაცვა გვეკუთვნის, ვიდრე, ვთქვათ, იგივე სომხებს, თუ ებრაელებს, რომლებმაც განიცადეს დიდი გენოციდი და დიდი დევნა.” ვიზიტისას ლეიბორისტების ლიდერმა შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან რას ფილჩერთან, პოლ გოსართან, ჯეიმ რასკინთან, ასევე, სენატორ თემი დაქვორსთან. ვიზიტის პირველივე დღეს შალვა ნათელაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ლეიბორისტების ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს.

 

კომენტარები
Загрузка...