ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირისა და მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე:

_ თბილისელების სიკვდილ – სიცოცხლის ტოლფასი 4 პრობლემის მოგვარებას თბილისის მერობის არცერთი კანდიდატი არ განიხილავს!
ჩვენს მიერ დამუშავებულ – დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა №7069) «თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა» სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად მასშტაბურად განიხილავს თბილისის მერობის კანდიდატების მიერ უარყოფილი, ძირითადად მშენებლობასა და ეკონომიკაში ფოკუსირებული თბილისელების ამ მართლაც სიკვდილ – სიცოცხლის ტოლფასი 4 პრობლემის მოგვარების უნიკალურ რეფორმას. ეს პრობლემებია: სეისმური უსაფრთხოება, სამშენებლო – ეკოლოგიური უსაფრთხოება, მცირე მეწარმეობა და საგადასახადო კოდექსი.
რატომ სეისმური უსაფრთხოება? იმიტომ, რომ ოფიციალური სტატისტიკით 2000-2010 წლების 10 წლის განმავლობაში მიწისძვრებით მსოფლიოში 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების 50 წლის განმავლობაში და ეს სიკვდილიანობის ზრდის ტემპების საშინელი სტატისტიკა კიდევ უფრო კატასტროფულად დამძიმდება 2010-2020 წლების ათწლეულში. გარდა ამისა, თანახმად ცნობილი გეოფიზიკოსის, აკადემიკოს თამაზ ჭელიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებისა, საქართველოს 9-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება როგორც ჩრდილოეთიდან, სადაც კარგა ხანია კავკასიონის მთელ ქედზე მასიურად მიმდინარეობს მთის ქანების გლობალური დაშლა, ისე სამხრეთიდან, სადაც ჩრდილოეთისკენ წელიწადში 15- სანტიმეტრიანი გადაადგილებით დაძრული არაბეთის ფილაქანი დაეჯახა ევრაზიის ფილაქანს და კარზეა მომდგარი კატასტროფული მიწისძვრები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს გარდა ევრაზიის ფილაქანზე განლაგებული ყველა სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში დიდი ხანია ატარებს უზარმაზარი მოცულობის პრევენციულ ანტისეისმურ სამუშაოებს მოსალოდნელი მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევებისა და მსხვერპლის მინიზაციისთვის.

ამ დროს კი საქართველოში 25 წელიწადია არ ჩატარებულა არც ერთი შენობა-ნაგებობის ლაბორატორიული შემოწმება სეისმომედეგობაზე და ასეთი შემოწმების ჩატარებას წელს პირველად აპირებს საქართველოს მშენებელთა ლიგა. შენობათა სეისმომედეგობაზე და სამშენებლო – ეკოლოგიურ შემოწმებაზე მსურველ იურიდიულ და კერძო პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონებით 574 83 52 84 და 591 20 39 39.
რატომ სამშენებლო- ეკოლოგიური უსაფრთხოება? იმიტომ, რომ დღემდე საქართველოში არც ერთი შენობა (მათ შორის არც ერთი საცხოვრებელი ბინა!) არ შემოწმებულა სამშენებლო ეკოლოგიაზე. ოფიციალური სტატისტიკით კი დღეს მსოფლიოში გარდაცვლილთა 50% (ზოგიერთი ავტორების მონაცემებით 70%!) იღუპება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული უმძიმესი დაავადებებისაგან. სასიცოცხლოდ აუცილებელი ეს ნორმები კი საქართველოში ჯერ არც დაუმუშავებიათ, არც დაუკანონებიათ, არც აუმოქმედებიათ და მერიის ასეთი დანაშაულებრივი უმოქმედობით გამოწვეული ე.წ. სამშენებლო-ეკოლოგიური ნელი „თეთრი სიკვდილით“ დღეს თბილისში ყოველდღიურად ბევრი თბილისელი ავადდება, ბევრ დაავადებულს დაავადება უმძიმდება და ბევრი მძიმედ დაავადებული კვდება. გამკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი ქვეყანაში არავინაა, მათ შორის არც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელმაც წელს ამ სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი პრობლემის მოგვარების თემაზე ოფიციალურად ორჯერ გაგზავნილ ჩვენს წერილზე ორივეჯერ გაგვცა აბსურდული პასუხი, რომ ამ პრობლემის მოგვარება არ შედის მათ კომპეტენციაში!

ამიტომ მშენებელთა ლიგამ საქართველოში პირველად დავიწყეთ მოსახლეობის ბინების შემოწმებები სამშენებლო ეკოლოგიაზე.
რატომ მცირე მეწარმეობა? იმიტომ, რომ ოფიციალური სტატისტიკით დღეს მსოფლიოში დასაქმებულთა 90 პროცენტს ასაქმებს მცირე მეწარმეობა. ამ დროს, 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი 2006 წელს დანაშაულებრივად გააუქმა ნაცბანდამ და 2012 წლიდან დღემდე ასევე დანაშაულებრივად არ აღადგინა ქართულმა ოცნებამ. აქედან გამომდინარე, 11 წელიწადია საქართველოში მცირე მეწარმეობა არალეგიტიმურია და გამოცხადებულია კანონგარეშედ, რის გამოც პარლამენტარების, მთავრობის წევრების, ეკონომისტების, ექსპერტების, პარტიების, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების არაპროფესიონალური კამათები მოსახლეობის დასაქმებაზე ისე, რომ არ მოითხოვო მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენა, არის მხოლოდ ლაყბობა.

ნიშანდობლივია, რომ ამ კანონის აღდგენასა და მოსახლეობის დასაქმებას ებრძვიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან კოჰაბიტირებული საფინანსო-საბანკო მაფიოზები, რომელთა უძირო ჯიბეებში დაილექა ამ 11 წლის განმავლობაში მიზნობრივად მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის გამოყოფილი ასეული მილიონობით ლარის უცხოური თუ ადგილობრივი გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი გრძელვადიანი კრედიტები. ამის ნათელი მაგალითია 2015 წლის ბიუჯეტში მცირე მეწარმეობის სასტარტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი 200 მილიონი ლარი, რომელიც გადაირიცხა კომერციულ ბანკებში, წელს მცირე მეწარმეების დასახმარებლად მაისის თვეში საქართველოში შემოსული 20 მილიონი დოლარის ევრობანკის გრანტი, რომელიც გადაირიცხა „თიბისი ბანკში“ და აგვისტოს თვეში ჩინეთიდან შემოსული 15 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც გადაირიცხა „ბაზისბანკში“.

ამაზრზენია ამ მაფიოზთა მიერ დამუშავებული და დღემდე წარმატებით ამოქმედებული ყაჩაღური სქემა – მოსახლეობის არდასაქმებისა და შიმშილისათვის გაწირვის ხარჯზე მცირე მეწარმეობის კანონის გაუქმება, როცა ამ კანონის გაუქმებასთან ერთად უქმდება მცირე მეწარმეობის მართვის ერთადერთი ლეგიტიმური სტრუქტურა – „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“ საკუთარი საინვესტიციო ფონდით, სადაც უნდა გადარიცხულიყო მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის მობილიზებული ეს ასეული მილიონობით ლარი. ხელისუფლება კი თავს იმართლებს: ბანკების გარდა, აბა, სხვაგან სად გადავრიცხოთო?
რატომ საგადასახადო კოდექსი? იმიტომ, რომ ნოღაიდელის თავკაცობით 20 წლის წინ მიღებული და დღემდე მოქმედი კრიმინალური საგადასახადო კოდექსი ანალოგიურია დაახლოებით 2 საუკუნის წინ მიღებული და საუკუნის წინ მსოფლიოს მიერ უარყოფილი, მდიდარი მაფიოზური კლანების წარმოშობა-თარეშზე ორიენტირებული, არარეგულირებადი, ლიბელარული ადამ სმიტისეული საგადასახადო კოდექსისა, რომელიც მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებს და ღარიბებს უმოწყალოდ კიდევ უფრო აღარიბებს. ხელისუფლება კი იმყოფება მოქმედი საგადასახადო კოდექსის მუდმივ ქებაში მაშინ, როცა ამ საგადასახადო კოდექსით მცირე და მსხვილი მეწარმეების თანაბრად დაბგვრის გამო მცირე მეწარმეები განდევნილებია ქვეყნის ლეგალური სამეწარმეო სივრციდან და იმყოფებიან ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩრდილოვან ეკონომიკაში იმყოფებიან აგრეთვე მსხვილი მეწარმეების დიდი ნაწილიც, რადგან ცნობილი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის სტენლი ფიშერისა და საქართველოში სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული, ცნობილი ესტონური ეკონომიკური მოდელის მამამთავრის მარტ ლაარის მტკიცებით საქართველოში საგადასახადო ტვირთი 2-ჯერ აღემატება ოპტიმალურ მაჩვენებელს და ამ გაუსაძლისი ტვირთის 2-ჯერ შემცირებით, შესაბამისად რადიკალურად შემცირდება რა ჩრდილოვანი ეკონომიკა, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება 3-ჯერ. სტენლი ფიშერისა და მარტ ლაარის ამ ეკონომიკური გათვლების სიზუსტე დაადასტურა მსოფლიო ბანკმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. საკმარისია ოპტიმალურ საგადასახადო ტვირთებზე ორიენტირებული ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, რომელიც ჩვენ დღევანდელ 72%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას ჩამოიყვანს საშუალო ევროპულ 20 %-იან მაჩვენებელზე, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, სწრაფად გაზრდის მშპ-ის მაჩვენებელს ორნიშნა ციფრამდე და ქვეყანა გააკეთებს დაახლოებით 20-წლიან ეკონომიკურ ნახტომს.
და ბოლოს, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გაზეთ «რეზონანსის» რედაქციას, რომელმაც ბოლო წლებში ამ 4 პრობლემის მოგვარების თემებზე გამოგვიქვეყნა ათეულობით სტატია და ინტერვიუ.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი