,,მადლობა უფალს, რომ პროკურორის კარიერულ გზაზე მდგომი, ზოგიერთი სასულიერო თუ საერო პირივით სააკაშვილ-ადეიშვილის „ხელის ბიჭად“ არ მაქცია და ღირსეული ადგილი დედა ეკლესიისა და პატრიარქის გვერდით დამიდგინა. პროკურორობიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი, მათთვის მიუღებელ პირთა უკანონო დევნა იყო, რაც შემდგომ შემიწყვიტეს ხანდაზმულობის გამო და პირადად მე არ დავეთანხმე და გავასაჩივრე მარეაბილიტირებელი მოტივით… არანაირი სამართლებრივი პრობლება არ გამაჩნია (ნასამართლევი არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვიქნები), რაშიც კარგად ერკვევიან იურისტები.

როდესაც „ცრუსთავი 2“ გებრძვით, ე. ი. მართალი ხართ (არ გამოსდით „ბიჭებს“ დადგმული სპექტაკლები), სჯობს, კამათში არ შეხვიდეთ მათთან და ქმედითად განაგრძეთ დასახული მიზნისკენ სვლა…

ანტიპატრიარქისტებო! ჩვენ ვერ შეგვაჩერებთ! ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი!” _ აცხადებს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი