1907 წელს დედამ საყვარელ ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინა ძველი ნაჭრის თოჯინა, რომელიც დაბადების დღეზე აჩუქა თავის ქალიშვილს დონას. დონა იმ დროს კოლეჯის სტუდენტი იყო, სწავლობდა საექთნო კურსებზე და ცხოვრობდა პატარა ბინაში მეგობარ ენჯისთან ერთად. საჩუქრით გახარებულმა დონამ თოჯინა თავის საწოლზე მოაკალათა, როგორც საწოლის აქსესუარი. რამდენიმე დღის შემდეგ დონამ და ენჯიმ შენისნეს, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, თოჯინას ადგილი ჰქონდა შეცვლილი. რაც დრო გადიოდა ეს მოძრაობა უფრო შესამჩნევი ხდებოდა. როდესაც დონა და ენჯი სახლში ბრუნდებიდნენ თოჯინა სულ სხვა ოთახში ხვდებოდათ. ზოგჯერ თოჯინა ტახტზე ხვდებოდათ
ფეხებგადაჯვარედინებული და დაკეცილი, ზოგჯერ თავდაყირა იდგა ფეხზე. ზოგჯერ კი სამზარეულოში ხვდებოდათ სკამზე. რამდენჯერმე დონამ სამსახურში წასვლის წინ თოჯინა ტახტძე დადო, მაგრამ შინ დაბრუნებულს ის თავის ოთახში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა.თოჯინა ანაბელი არამხოლოდ მოძრაობდა, არამედ წერდა კიდეც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დონა და ენჯი პოულობდნენ ფანქრით პერგამენტის ქაღალდზე დაწერილ შეტყობინებებს, რომლებზეც ეწერა:”დაგვეხმარეთ” – “Help Us” and “Help Lou”. ხელწერა ბავშვისას ჰგავდა. ზოგიერთი შეტყობინება გაურკვევლად იყო დაწერილი. პერგამენტის ქაღალდი კი რაზეც შეტყობინებებს პოულობდნენ იმ სახლში არ ინახებოდა და არავინ იცის საიდან მოდიოდა ის.ერთ ღამეს, როცა დონა სახლში დაბრუნდა, კვლავ შეუდგა ანაბელისძებნას. ამჯერად ის მის საწოლზე იყო მოკალათებული. დონამ ამ დროს მკერდზე ტკივილი იგრძნო, მას ნაკაწრები ჰქონდა და სისხლი სდიოდა. შეშინებული დონა და ენჯი გადაწყვეტენ, მოძებნონ ისეთი ვინმე ვინც ამაზე პასუხს გასცემდა.ისინი მედიუმს დაუკავშირდნენ და გაიმართა სეანსი. ოჯახმა ასე გაიცნო პარანორმალური მოვლენების მკვლევარები და დემონოლოგები.
ცოლ-ქმარი Warrens-ები.მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ.საბოლოოდ ეპისკოპოსის კურთხევით იმ სახლში ჩტარდა ეშმაკის განდევნის რიტუალები (ეგზორციზმი, კვეთებული). თუმცა ამაოდ.ეკლესიამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით შეადგინა შვიდგვერდიანი დოკუმენტი. თოჯინა კი დონას თხოვნით, უორენებმა წაიღეს.ეს არის მხოლოდ ერთი ამბავი, იმ უამრავი ისტორიიდან რაც წლების
განმავლობაში ხდებოდა თოჯინა ანაბელის მიზეზით.თოჯინა დღესაც ოჯახის მუზეუმში ინახება სხვა მრავალ ნივთთან ერთად რომლებსაც მსგავსი ისტორია აქვთ.

 რეჟისორებმა წყვილის ისტორიებზე არერთი ფილმი გადაიღეს.

წყარო: მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი