,,რეალურია დიდი გარღვევის მოხდენა, ამ შანსის გამოუყენებლობა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია! დოკუმენტი დიდი დუსკუსიისთვის!” _ აცხადებს მოძრაობა ,,თეთრები”-ს ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.

გთავაზობთ მეცნიერთა კონგრესი -ეროვნული თანხმობისთვის – ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის დიდ პროექტს (სრული ვერსია).

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

ანუ,ერთად დავამარცხოთ სიყალბე და პოლიტიკური მაფია,შევცვალოთ ამორალური პილიტიკა და ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

 

  1. შესავალი

მეცნიერთა კონგრესი „ეროვნული თანხმობისთვის“ პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს იდეას  „მორალური გუნდის“ შექმნის თაობაზე.

რეალობა მწარეა – სჭარბობს ამორალური, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციებისადმი, მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიური პროცესებისადმი მიუღებელი  ქმედებები. როგორც ჩანს, ეს გახდა საფუძველი, შექმნილიყო ხალხის წერილი ხელისუფლებისადმი. „მორალურ გუნდში“ გაჩენილი ეს მოსაზრება, მართლაც, არაორდინარულია  და მასშტაბში გააზრებას საჭიროებს. ამას ისიც ადასტურებს,რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ამ წერილში შესატანად,  2 000 -ზე მეტი წინადადება, სურვილი და მოსაზრება გაჩნდა. პოზიტიურია ის, რომ მოსაზრებები არა მარტო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, არამედ მსოფლიოს   40-ზე მეტი ქვეყნიდან  – იმ ქვეყნებიდან, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ საკუთარი და ოჯახის წევრთა სიცოცხლის გადასარჩენად ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები.

უმძიმესი წერილებია. წაკითხვაც კი სულისშემძვრელია. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი წერილის შექმნისადმი ინტერესი დიდია, რომ უამრავი კონსტრუქციული წინადადება და მოსაზრებაა და იმის გამოც, რომ ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია,  ეს წერილი მართლაც, ხალხის წერილად რომ იქცეს, ჩვენ ვფიქრობთ, არ ღირს აჩქარება. მით უფრო, იანვარი ემოციურად დატვირთული თვეა.  გავაგრძელოთ მასზე მუშაობა, უპირველესად, იმ თვალსაზრისით,რომ თანამემამულეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ის მართლაც, საკუთარ წერილად და ნააზრევად მიიჩნიოს,  ხოლო ხელისუფლება რეალურად ჩაფიქრდეს და ყველაფერი ეს გახდეს საფუძველი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანების და გაუცხოების დაძლევის რეალური ნაბიჯების გადადგმისა.

სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ არც ხალხშია გაცნობიერებული და არც ხელისუფალნი აღიარებენ მთავარ კონსტიტუციურ დებულებას, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება.

ქვეყნის წინსვლა და შენება სწორედ მაშინ იწყება, როცა ხალხი თვლის, რომ ხელისუფლება მის მიერ არის დაქირავებული იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისაკენ იცვლებოდეს… როცა ხელისუფლება გრძნობს, რომ ის უფროსი და მბრძანებელი კი არა, მსახურია.

სწორედ ამის გამო, ჩვენ ვთვლით, რომ ეს  წერილი ერთდროულად უნდა გამოხატავდეს ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის  განწყობას და ამავე დროს, არ უნდა იყოს პერსონიფიცირებული ხელისუფალთა მიმართ. იგი ერთნაირად უნდა ეხებოდეს ხელისუფლების ყველა შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო), მთელ ვერტიკალს, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, პრეზიდენტით, პარლამენტის თავმჯდომარით,სასამართლოს თავმჯდომარით – დამთავრებული ქალაქებისა და რაიონების  საკრებულოების წევრებით, სოფლის გამგებლით.

განსჯა, განხილვა, დისკუსია რომ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს, ჩვენ პოზიციას ორ ნაწილად გავყოფთ. პირველში შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას, მეორეში – შემოგთავაზებთ რამდენიმე  კონკრეტულ  წინადადებას.

 

II შეფასებითი ნაწილი:

 

ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ხელისუფლების რეალურ პოზიტიურ ნაბიჯებს, ვაფასებთ მათ, მაგრამ აქვე ვამბობთ: წინა ხელისუფლებაზე უკეთესი, არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს.

ზოგადად, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის  აღდგენის შემდეგსაქართველოშიხალხისა და ქვეყნისადმი  ხელისუფლების პასუხისმგებლობამოკვდა, თანამდებობის  მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა,სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა,წახალისებულია მოღალატეობა – პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა… იყიდებიან პარტიებიპოლიტიკოსებიტელევიზიებისაინფორმაციოსაშუალებები… შეიძლება არჩევნებში (და არა მარტოგამარჯვების ყიდვა დასხვისი დამარცხების ყიდვაცპრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაშივცხოვრობთ.

ჩვენ ასე ვფიქრობთ, მომავალი არ აქვს ქვეყანას:

  • სადაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვთკმაყოფილებაა…
  • სადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიცია…
  • სადაც ქვეყნისა და ხალხისთვის ბრძოლა შეცვლილია ტელევიზიებისათვის ბრძოლით, სადაც სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე მონოპოლიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ პოლიტიკური მიზნების მქონე ოლიგარქთა მიერ და  ებრძვის ყოველგვარ ქართულს,  ყველა მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით, ემსახურება დამფინანსებლის ინტერესებს, უმეტესწილად, ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ …
  • სადაც ქვეყნის მთავარი კაპიტალი უზნეო მდიდართა ხელშია, მათ დაამთავრეს საწარმოების, ბანკების, ხალხის მატერიალური სიმდიდრის მითვისება და  გადავიდნენ ქალაქებისა და რაიონების გადანაწილებაზე…
  • სადაც ხალხს  ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს…
  • სადაც ათას მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია და საჭიროდ ვერ მძლავრობს, მაშინ როცა ასეთი შეტევა მიდის მარადიულ ღირებულებებზე – რწმენაზე, ოჯახზე, ტრადიციებზე, სიწმინდეზე, სიყვარულზე …
  • სადაც ახალგაზრდობა ეგუება წინაპართა ასეთ ლანძღვა-გინებას, მათ გაწამებულ ცხოვრებას და საკუთარ უპერსპექტივო გარემოს…
  • სადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლების მთავარი ოპონენტები…

პირდაპირ და დარწმუნებით ვამბობთ: საქართველოს  ყველა რესურსი აქვსიყოსწარმატებული ქვეყანაჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უდიდესი ინტელექტუალურიპოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთასეთივე ადამიანური და ბუნებრივირესურსები და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი გეოგრაფიულირესურსი

სამწუხარო ის არისრომ ქვეყანაშირომელსაც ყველა პირობა აქვსიყოსწარმატებულიმართვის სისტემაა ავადმყოფიიგი ებრძვის ზნეობრივსკომპეტენტურსქვეყნისთვის მომართულსახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებსსწორედ ამის შედეგიარომ  რაც დრო გადისსუსტდება და იკარგება ქართული ინტერესისაქართველო  ზესახელმწიფოთადაპირისპირების მძლავრ ცენტრად იქცაქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგაეკონომიკური (და არა მარტოდამოუკიდებლობაჯართად იქცა სამუშაოადგილებიქვეყანა კი უცხოური პროდუქციის ბაზრად… ქვეყნის გარეთძირითადშინედლეული გაგვაქვსქვეყნის გარედან – მზა პროდუქციაშემოგვაქვსროგორც იმპორტითასევე ექსპორტითსამუშაო ადგილებსუცხოეთში ვქმნით.  დავფიქრებულვართ კიამაზეუფრო მეტიცუცხოეთისქვეყნებში მონური შრომისათვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

 ისტორიულად ინტელექტთან და მიწასთანმიწათმოქმედებასთან დაკავშირებულქვეყანაშიხალხის გამოკვების უმწვევესი პრობლემა დგას.  მოსახლეობისუდიდესი ნაწილი ვერ იღებს არსებობისათვის საჭირო კალორიების ნახევარსაცკიექსპერტთა ზედაპირული ანალიზითაც ნათლად ჩანსრომდამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერშეძლო ქვეყნის შესაძლებლის 10 პროცენტის მოქმედებაში მოყვანაამავეგათვლებითიმ ფულითრომელიც ბიუჯეტშიაგაცილებით მეტი საქმის გაკეთებაშეიძლებავიდრე რეალურად კეთდებაეს ექსპერტთა გათვლებია.

დარწმუნებულად ვამბობთბიუჯეტის ამ ფულით მინიმუმხუთჯერ მეტი საქმისგაკეთება  შეიძლება და მთავარი დანაშაული ის არისრომ ბიუჯეტიორიენტირებულია არა განვითარებაზეარამედ ისედაც უაღრესად შეზღუდულითანხების დარიგებაგანაწილებაზე და ამას ვეძახით სოციალურადორიენტირებულ ბიუჯეტს.

პარადოქსიადამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომყველა  ხელისუფლებატრაბახობდარომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულიაოთუ ეს ასეიყოხალხი რატომ ცხოვრობს უარესად და რაც დრო გადისღარიბი კიდევ უფრომეტად რატომ ღარიბდება მაშინროცა მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება.

ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ვერც ერთმა დღემდე არსებულმა ხელისუფლებამ ვერშეძლო ნაბიჯების გადადგმაც კიქვეყნის განვითარების რელსებზე გადასაყვანადკაცობრიობის ისტორიამ გამოიმუშავა და მარტივი ენით გვითხრა დიდმაფინანსისტმა და ეკონომისტმაადამ სმიტმაბევრი ფული არის იმ ქვეყანაში და იქცხოვრობენ კარგადსადაც ქვეყანა უშვებს იმ პროდუქციასრომელიც ქვეყნისგარეთ იყიდებათუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნითიყიდებაასეთ ქვეყანას ფულიც არ სჭირდებაეს ურთიერთშორის პროდუქციისგაცვლის პროცესი უფროაადამ სმიტის აზრითდაქცეულია ქვეყანათუ რასაცაწარმოებსმხოლოდ შიგნით მოიხმარება და დამატებით გარედანაც შემოდისპროდუქციაის თვლიდა და დღევანდელობა ამას ადასტურებსრომ ასეთიხელისუფლება მტრობს საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ ხალხსნახეთრითიწყებს თავის მოღვაწეობას აშშ ახალი პრეზიდენტიდონალდ ტრამპიგამოცდილ და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მონაწილეობითშექმნა ორიკომისიაერთს ევალება ამერიკის ბაზრის ამერიკული პროდუქციით დატვირთვა –გაჯერება და ქვეყნის გარეთაც ამერიკული პროდუქციის გატანის საგრძნობიგაზრდამეორეს– საშუალო ფენის გაძლიერება.

ფაქტია, არ გვაქვს რეალური ეკონომიკა. ხელისუფლებებმა მოკლეს მწარმოებლური სფერო. გაგვაქვს ნედლეული და იმპორტი ექსპორტს რამდენჯერმე აჭარბებს. ამის შემდგომ, აღარ უნდა გვიკვირდეს არც ხალხის და არც ქართული ფულის დღევანდელი მდგომარეობა. ფაქტია – საქართველო  არის   ველურისაბანკო სისტემის ტყვე.  გენიალურად ამბობს, მსოფლიოში უზარმაზარი ინდუსტრიის  შემქმნელი, ჰენრი  ფორდი:  „საშუალო და წარუმატებელი მეწარმეც კი უფრი ღირებულია ქვეყნისათვისვიდრე ისვისაც ჩვენ წარმატებულ ბანკირსვუწოდებთ!“ არსებობს ასეთი გამოთქმაც – ბანკის შექმნა უფრო დიდიდანაშაულიავიდრე მისი გაძარცვაოიმავე ფორდის სიტყვებითქვეყანასსადაც  მეწარმეზე უფრო ბანკირი  და მევახშეა დაფასებულიმომავალი არა ქვს!  

ჩვენი აზრით, ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა უსერიოზულესიამაგრამისრაც წლების განმავლობაშიგანათლებაში ხდებავიმეორებთრაცგანათლებასა და კულტურაში ხდებაამაზე ანტიქართულის წარმოდგენაშეუძლებელიც კი გვგონიაგაუფასურებულია ეროვნული დიპლომისტუდენტობისა და ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებულიდაუჯერებელიამაგრამ  ფაქტიარომ ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთის ბევრქვეყანაში უფასოდ სწავლობენმაშინ როცა საკუთარ ქვეყანაშიდღითიდღეიზრდება  სწავლის გადასახადიროცა მისი გადაუხდელობის გამოუკვეათიათასობით სტუდენტს შეჩერებული აქვს სწავლის უფლებაეს მაშინ როცაწლის განმავლობაში მარტო მერიები და გამგეობები რესტორნებშისადილობისათვის 20 მილიონის ფარგლებში რიცხავენ ბიუჯეტის ფულსხალხისფულს… მაშინ როცასახელწმიფო ბიუჯეტიდან პარტიები 20 მილიონზე მეტლარს იღებენ ყოველწლიურადანუ იმაზე მეტსვიდრე მეცნიერებათა აკადემია.

 ჩვენ ვფიქრობთმდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ  გამძაფრდესხელისუფლებას გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებაძალა ერთობაშია დაარა დაპირისპირებასა და დაქსაქსულობაშიხელისუფლების მხრივ იმისაღიარებარომ მას დახმარება  და გვერდში დგომა სჭირდება,  სულაც არ არისსისუსტის ნიშანისისუსტე ამაზე უარის თქმაასისუსტე დაპირისპირებააამსიტუაციაში კიდაპირისპირება მომაკვდინებელიაამის წინაპირობა კიაშკარად ჩანსთვითკმაყოფილი ხელისუფლებაუმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხიჩასაფრებული ოპოზიცია და ეს იმ დროსროცა ქვეყანა სავსეა მოაზროვნე დაკომპეტენტური ადამიანებითგანსაკუთრებითპოლიტიკურ პარტიებს მიღმა.

კიდევ ორი პრინციპული საკითხი:

პირველი –  საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სისუსტისმაჩვენებელიათანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. ჩვენ  ყველანი ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და გვეკისრებაპასუხისმგებლობა მომავლისათვის. ჩვენ ყველას გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას და სიხარულს ხელისუფლების შეცდომებით, ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად  იმას ნიშნავს, რომხელისუფლებას შეცდომები არ ჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაარომლის გარეშეც მომავალი არ გვექნებასწორედ ამიტომაა დასაწყები დიდი დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგისდაწყება, ხელისუფლების მხრივ ეს ძლიერი ნაბიჯი იქნება.  თვით დიალოგის პროცესი გვაჩვენებს, ვინ ვინ არის.

მეორე – ჩვენ ვთვლით, რომ დღეს პარტიების დრო არ არის. ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვიდრე იმ ქედმაღლური პოლიტიკით ცხოვრება, რომლითაც ამ მდგომარეობამდე მოვიყვანეთ ხალხი და ქვეყანა. დღეს  ჩვენ  მომავლისსაქართველოს მთავარ საყრდენად პარტიები კი არამეცნიერება და მოაზროვნეადამიანები მიგვაჩნია და მთავარ ოპოზიციურ ძალად კიხალხი. დღესროცაერთ პოლიტიკურ ძალას აქვს კონსტიტუციური უმრავლესობასწორედმეცნიერებმა და მოაზროვნე ადამიანებმა არ უნდა დაუშვან ხელისუფლების მხრივძალაუფლების უზურპირება. ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოს ისტორიაში დადგა ეტაპი, როცა ხალხიც და ხელისუფლებაც მეცნიერებას, მოაზროვნე ადამიანებს უნდა ენდონ და დაეყრდნონ.  გვახსენდება უდიდესი მოაზროვნის, ბლეზ პასკალისსიტყვები: „ხალხი და ბრძენკაცნი – აისაზოგადოების ქვაკუთხედი“ . გენიალურია! ჰაერივით გვჭირდება ეს ფორმულა მოქმედებაში. მით უფრო, როცა მასაც  მიაჩნდა და ჩვენი რეალობაც ადასტურებს – ყოვლისმცოდნენი“ ზიზღით უყურებენ მათმართლაც, დიდი გაფრთხილება მისცა კაცობრიობას პასკალმა უკვე ნათქვამითაც და იმ გენიალური აზრით, რომ „ფულის ნაკლებობა კი არანიჭიერი ადამიანებისნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს“ .  საქართველოს ნამდვილად არ აქვს ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა, მაგრამ  ისინი რომ ხელისუფლებისა და პარტიებისაგან იგნორირებულნი არიან, ეს ფაქტია.  ისიც  ფაქტია,  რომ ნიჭიერიადამიანები გაურბიან პოლიტიკას და ამის გამოპოლიტიკაში  ნიჭისა და ზნეობისდეფიციტიადამაფიქრებელია ყოველივე ეს. პრობლემა დაძლევადია და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ეჭვი არ გვეპარებამეცნიერებიოდითგანგამორჩეული ქართული ინტელიგენციაწარმატებით გაუძლებს ამ დიდგამოცდას.

 

III მეცნიერთა კონგრესი –ეროვნული თანხმობისთვის გთავაზობთ

ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის დიდ პროექტს:

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

 

წინადადებები ხელისუფლებისადმი:

  • საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდადაიწყოს აკადემიურიმშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოსმომავალთან დაკავშირებით.  ამ დიალოგის ინიციატორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამ დიალოგმა უნდა გააერთაინოს  ქვეყანაში და ქვეყნის გარეთმცხოვრებნი. ეს პრინციპული საკითხია.  ჩევნ უკადრებელი ვაკადრეთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. იმ ხალხს, ვინც პრაქტიკულად გადარგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. ასეთი დიალოგისათვის ეხლა ყველაზე კარგი დროა. მოვიდა ახალი პრეზიდენტი, პრაქტიკულად,  მთავრობაც ახალია, არც პარლამენტია დიდი ხნის წინ არჩეული. მათ უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის.
  • ღია, მართალი, კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე ძლიერი ჯგუფის შექმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში, ან ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით. ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ:

პირველიშეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი… მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია. ვიცოდეთ  რას ვფლობთ  და რისი გაკეთება შეიძლება.

მეორე – გააკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი, ღრმა, უაღრესად კოპმეტენტური ანალიზი.

მესამე – შეადგინოს კონკრეტული, რეალისტური პროგრამა, რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.

  •  ჩვენ ასევე პრინციპულად მოვითხოვთ პრემიერმინისტრთან დიასპორისსაბჭოს შექმნას და ღია დიალოგს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, მრავლად მცხოვრებ ქართველებთან, საქართველოს შვილებთან. უფრო მეტიც, ჩვენი პოზიცია პრინციპულია იმაშიც, რომ ევროპის  გამოცდილების გათვალისწინებით, ამქვეყნებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთიწარმომადგენლები აირჩიონ ქვეყნის  საკანონმდებლო ორგანოში.
  • ჩვენ უმნიშვნელოვანესად ვთვლით სამართლიანობის აღდგენის საკითხს.ძალიან კარგია, როცა გააქტიურდა მუშაობა ცალკეულ პიროვნებებზე წართმეული ქონების დაბრუნების თვალსაზრისით. ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მთავარი: სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი საკუთარი მოქალაქეებისადმი. ეს ძირითადში ის ფულია, რომელიც მოსახლეობას ბანკებში ჰქონდა შეტანილი და სხვადასხვა მიზეზთა გამო,დაკარგა. მისი დაბრუნება დაიწყო გასული საუკუნის ბოლოს და 2000 წლის შემდგომ  პრაქტიკულად, შეჩერებულია. დანაშაულია, როცა შენ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს არ პატიობ ერთ თეთრს და არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ იგივე ხალხს შენგან, სახელმწიფოსგან ერგება ფული. ეს უნდა გასწორდეს. ხელისუფლების პოზიცია მომდევნო წლის დასაწყისშივე უნდა გახდეს ცნობილი.  აქვე უნდა ვთქვათ, საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტურის წინ, ბატონმა ივანიშვილმა, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ხალხს მიმართა თხოვნით:“ ახლა დამიჭირეთ მხარი, მომეცით ერთი წელი და მე გაჩვენებთ რისი გაკეებაც შემიძლია“. .. ძალიან კარგი. მით უფრო უნდა დაიწყოს მოსახლეობისთვის ვალის დაბრუნება და  წესიერება იქნება იმაში, რომ მოსახლეობას დაუბრუნდეს იმ თანხის ექვივალენტი ლარებში, რამდენი დოლარიც იყო თანხის მოცულობა ბანკში შეტანის მომენტში. ეს იქნება კეთილშობილური ქმედება. ვფიქრობთ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას.
  • იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრის დიდი ნაწილი უცხოურ პროდუქციას უჭირავს, რომელშიც სჭარბობს ხელოვნური პროდუქტები სამწუხაროდ, ამ გზას დაადგა ქართული ბიზნესიც, რაც კატასტროფის ნიშანია –  დამძიმდა მოსახლეობის ჯანმრთელობა –  მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაიწყოს დიდი მოძრაობა:

     იყიდეაწარმოეწაახალისე    მხოლოდ ნატურალური.                                               

 

ანუ, ხალხმა უნდა იყიდოს ნატურალური პროდუქტი, მეწარმემ ასეთი უნდა აწარმოოს, ხელისუფლებამ არნახულად უნდა წაახალისოს, როგორც ნატურალური პროდუქტის მწარმოებელი, ასევე მისი შემომტანი. ჩვენ ვითხოვთ, იმდენად დიდი იყოს გადასახადი არანატურალურ პროდუქტზე, რომ არავის ჰქონდეს მისი არც წარმოების და არც შემოტანის სურვილი. ეს არის გზა, როგორც ერის გამოჯანმრთელების, ასევე ტურიზმისათვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდის.

 

ჩვენ ამ საკითხს ვაკავშირებთ ვალების დაბრუნებასთან და ვთვლით, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში, ვალი დაუბრუნოს სწორედ იმ სუბიექტებს, რომელთაც ექნებათ ნატურალური პროდუქტების წარმოების პროგრამა. ეს პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიცია იქნება, რომლის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტში შემოსული თანხის დიდი ნაწილი უნდა წავიდეს როგორც ვალების დაბრუნებაზე, ასევე იმ ფონდში, რომელიც უნდა შეიქმნას უცხოეთში წასული თანამემამულეების დასაბრუნებლად. ეს ფონდიც ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს პროექტი ბევრ ჩვენ  თანამემამულეს დაუბრუნებს ქვეყანას და ოჯახს.

 

ეს გრანდიოზული ეკონომიკური პროექტია. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ხელისუფლებას მისი სურვილის შემთხვევაში წარვუდგინოთ ჩვენი პროგრამა.

 

  • ჩვენ ვთვლით, რომ დიდი მოღვაწეების (მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, არნოლდ გეგეჭკორი, ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, გიგა ბათიაშვილი, რამაზ ყურაშვილი) ხელმოწერილი და მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერილი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ , – ხელისუფლებამ დიდი განხილვის საგნად აქციოს. მეცნიერთა საერთო აღიარებით, ეს დოკუმენტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეულად ეროვნული დოკუმენტია, რომელშიც კარგად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ეროვნული და ზოგადკაცობრიული, ანუ ის, თუ როგორ დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა წარმოუდგენლად  მძიმე გლობალიზაციის პირობებში.

 

  • ჩვენ ვთვლით, რომ კანონების მიღების დროს, უნდა ვითვალისწინებდეთ არა იმას, რას გვახვევენ თავს გარედან, არამედ იმას, რაც იცავს და განავითარებს ჩვენს ტრადიციებს, არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენი ძმების, აფხაზებისა და ოსების განწყობებთან, არ უპირისპირდება კავკასიაში თანაცხოვრების პრინციპებს. პირდაპირ ვთქვათ, რომ ბევრი რამ დარღვეულია, ამას გვეუბნება მოსახლეობაც, გვეუბნებიან აფხაზები და ოსები, მიგვანიშნებენ ჩვენი კავკასიელი მეგობრები.

 

წინადადებები ხელისუფლების, კოლეგების, ინტელიგენციისა და მორალური გუნდისადმი:

  • დავიწყოთ დიდი დისკუსია სამშობლოს მომავლის თაობაზე ;
  • ვიფიქროთ ისეთ კონსტიტუციაზე, რომელც განთავისუფლდება პარტიული პრინციპებისგან და იქნება ხალხის ინტერესების გამომხატველი;
  • კარგად გავიაზროთ დემოკრატიის არსი..უნდა დავამსხვრიოთ პოლიტიკოსთა მიერ შემოგდებული მითი,რომ დემოკრატია არის არჩევნები..დემოკრატია ეს არის არჩევანის თავისუფლება ყველგა და ყველაფერში…დემოკრატიულია ქვეყანა, რომელშიც მართვის სისტემაა დემოკრატიული – ქვეყანას მართავს არა ბიუროკრატიული,პოლიციური და სამხედრო,არამედ ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა, სადაც დეცენტრალიზებულია საფინანსო სისტემა,ეკონომიკა,სადაც ძალაუფლება განაწილებულია სახელისუფლებო შტოებს შორის,სადაც სერიოზული უფლებები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას,სადაც დაცულია ადამიანის უფლებები – ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის, არამედ საკუთარშესაძლებლობათა რეალიზაციისთვის და ამისთვის აქვთ თანაბარი პირობებიდა შესაძლებლობებისადაც არის ნიჭის ძალაუფლება და არა ფულის!
  • ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ იმაში,თუ როგორი საგარეო პოლიტიკა გვინდა– მონური და მირჩილი,როგორც 200 წლის განმავლობაში და გრძელდება დღესაც,თუ ისეთი, როცა საქართველო არის არა გარე სახელმწიფოთა დაპირისპირების , არამედ თანამშრომლობის ქვეყანა და ამ თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ქართული ინტერესი..
  • ჩვენ უნდა რეალობად ვაქციოთ ჩვენი სულიერი მამის უწმიდესისა დაუნეტარესის ქადაგება სახელმწიფო კაცების ქვეყნის მართვაში ჩართვის თაობაზე და შევქმნათ სახელმწიფო კაცების საკრებულო…ერთად ვიფიქროთ იმაზე ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო კაცების საკრებულოში;
  • შევქმნათ სისტემა : პიროვნებათა პარლამენტი და დავიწყოთ მუშაობა,საქართველოს ისტორიაში პირველად გავხადოთ შესაძლებელი, საარჩევნო საპარლანენტო სია შეადგინოს არა ოლიგარქმა,მილიარდელმა,გამოგონილმა ბელადმა,არამედ ხალხმა და ეს მოხდეს არა იმიჯმეიკერების მიერ, არამედ პიროვნების რეპუტაციის გათვალისწინენით;
  • დავიწყოთ მუშაობა განვითარების პროგრამებზე;
  • მოქმედებაში მოვიყვანოთ ახალგაზრდული პროგრამა-“თაობათაერთიანობა.”
  • მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 85 ქალაქში გავმართოთ ყოველთაქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართამსოფლიო კონგრესის სესიები,რომელიც ორი წლის შემდეგ დავასრულოთ ეროვნული ყრილობოთ,მომავლის საქართვრლოს პროგრამის მიღებით,სახელმწიფო კაცების საკრებულოს არჩევით, საარჩევნო გუნდის დამტკიცებით

 

ამ პროცესში მონაწილეობისთვის აუცილებელია გავეცნოთ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილ საქართველოს განვითარების კონცეფციას გზა ცივილიზებულისახელმწიფოსკენ!” და მისი აღიარების შემთხვევაში გავხდეთ ამავე სახელწოდების ფეისბუკის გვერდის წევრი.

ვფიქრობთ,სერიოზული კონცეფციაა…მას მეცნიერთა და ექსპერტთა დიდი ჯგუფი ქმნიდა..

ჩვენი აზრით,ეს არის ქუჩის აგრესიული პოლიტიკის დასრულებისა დაპოლიტიკაში გონების დაბრუნების,ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უპირველესად საჭირომოვლენის –პოლიტიკის ინტელექტუალური რადიკალიზაციის, –კონცეფცია , რომლის საფუძველია თანამშრომლობის ჰარმონიზაცია,დღევანდელიდამანგრეველი დაპირისპირების დასასრულებლად.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩვენ არნახულად ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენი ერთობა სჭირდება საქართველოს!

ასეთია ჩვენი მოსაზრებები დიდი დისკუსიის დაწყების, ხელისუფლებისადმი ხალხის წერილის შექმნის წინ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხებზე ფიქრს, ჩვენივე დოკუმენტის სრულყოფას, ვმუშაობთ პროგრამის  – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“სრულყოფაზე. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ ორგანოსთან, ჯგუფთან, პიროვნებასთან, პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საინფორმაციო საშუალებებთან, მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სტრუქტურებთან.  მიმდინარე წლის ბოლო დღეებში, შეიკრიბება მეცნიერთა კონგრესის ხელმძღვანელი ბირთვი. წარმოვადგენთ ამ დოკუმენტს საბოლოო სახით და კონგრესის ჩატარების პროგრამას, რომელსაც მომდევნო წლის პირველ კვარტალში ვგეგმავთ.

რამდენიმე დღეში შობა– ახალი წელი დგებავულოცავთ სრულიადსაქართველოსქართველობას მთელ მსოფლიოშისაქართველოს შვილებს დასაქართველოს მეგობრებსდედაეკლესიასხელისუფლებასპოლიტიკურპარტიებსქვეყნის იმედს – ახალგაზრდობასინტელიგენციასმეცნიერებსმასწავლებლობას… ვისურვებდითრომ წყენა ამ წელში დარჩესსაქართველოსწარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგასჩვენი გზაც ეს არის.

სიყვარული აღგვამაღლებს!

მოქმედების დროა!

 

მეცნიერთა კონგრესი – ეროვნული თანხმობისთვის

26 დეკემბერი, 2018წელი

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი