საზოგადოება

,,ამ ,,ფესტივალის” ორგანიზატორს იმედია, ვინმე მიხედავს ოდესმე ისე, როგორც იმსახურებს”

,,არ ვწერ გვარებს, რადგან არაა მართებული, თუმცა გვარებიც მითხრეს.

არ მინდა რუსთავი2-ის საინფორმაციოს დაემსგავსოს ჩემი გვერდი, მაგრამ გუშინდელი Gem-ფესტის პოსტის მერე რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მომწერა, რომ ეგ გოგო, რომელიც გარდაიცვალა, ქართველი ოყო და ამიტომაც გახმაურდა, თორემ ირანელებს და ერაყელებს ყოველდღე მიასვენებენ და ისე ჩქმალავენ, ვერავინ იგებსო.

ასევე, ფესტივალზე დასაქმებულმა პერსონალმა მომწერა, ნარკოტიკების “ცუდი პარტიაა” შემოტანილი ფესტივალზე და ამიტომაა ქათმებივით რომ ხოცავს ხალხსო. გააფრთხილე თუ ვინმე შენიანია ჩამოსული, არაფერს მიეკაროს, არც დასალევს, არც შესასუნთქსო.

მომწერეს ცნობილ ბარიგებზეც, რომ დაკავებულები არიან და მათი დაკითხვა მიმდინარეობსო, რომლებიც საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილები არიან და პატიმრობაშიც იყვნენ დიდი ოდენობით ნარკ. საშუალებების გასაღებისთვის.

და ა.შ.

ახლა ვხვდები, ჩემი ნაცნობების გარკვეული კატეგორია რატომაც ჩამოვიდა დაქლიავებული, ნახევრად გარეკილი.

მოიკითხეთ თქვენი ახლობლები, ვინც ანაკლიაშია, მიაქციეთ ყურადღება, მგონი არ იქნება ურიგო.

ამ “ფესტივალის” ორგანიზატორს კი იმედია ვინმე მიხედავს ოდესმე ისე, როგორც იმსახურებს” _ ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო ,,მედიამალი” სავარაუდოდ რესპოდენტის ფოტოთი,

თუმცა მის გვარ-სახელს არ უთითებს. ალბათ იმის გამო, რომ სკანდალური ინფორმაციის გამო, პრობლემები არ შეექმნას.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close