Home ახალი დამატებული ამ ფაქტების ცოდნა ამერიკაში მყოფი არალეგალებისთვის აუცილებელია!

ამ ფაქტების ცოდნა ამერიკაში მყოფი არალეგალებისთვის აუცილებელია!

26 second read
0
25

ლევან ნათალიშვილი _ ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ საემიგრაციო სამსხურის ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა 41 დაკავებაზე ნიუ იორკში. მაშინ, როცა სენატორი შუმერი კრიტიკულად აფასებს გამჭვირვალობის არარსებობას და რესურსების გაფლანგვას.
აშშ-ს საემიგრაციო და საბაჟო კონტროლის პოლიციამ თქვა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში 41 დაკავება განახორციელა, საიდანაც 38 მათგანს წარსულში ჰქონდა ნასამართლეობა, მაგრამ ამ ნასამართლეობის მიზეზები არ იყო კმაფიოდ ჩამოყალიბებული. ICE-მ მხოლოდ სამ დაკავებულზე გასცა ინფორმაცია:
– ელ სალვადორის მოქალაქე, რომელიც ბრალდებული იყო რეკეტში და თავდასხმაში იარაღის გამოყენებით.
– იამაიკის მოქალაქე – ბრალდებული პირველი ხარისხის სექსუალურ ძალადობაში 11 წლამდე მოზარდთან.
– მექსიკის მოქალაქე – ბრალდებული ასევე პირველი ხარისხის სექსუალურ ძალადობაში 11 წლამდე მოზარდთან.
სააგენტოს პრეს-მდივანმა უპასუხოდ დატოვა მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებაზე დანარჩენი დაკავებული ხალხის შესახებ. საემიგრანტო ადვოკატებმა თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპის სააღსრულებლო განკარგულებამ საშუალება მისცა საემიგრაციო პოლიციას, განევრცო თავისი ძალაუფლება გაცილებით მეტ ემიგრანტზე. პრეიდენტ ბარაკ ობამას დროს საემიგრაციო ხელისუფლება ფოკუსირებული იყო მხოლოდ უდოკუმენტო მოძალადე კრიმინალებზე.
სენატორმა ჩარლზ შუმერმა განაცხადა, რომ უდოკუმენტო ხალხის დაკავების ტალღა საგანგაშო გაუმჭვირვალობის თანხლებით მიმდინარეობს. შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯონ კელიმ თქვა რომ ძალის გამოყენება შეესაბამება საიმიგრაციო პოლიციის (ICE) “რუტინულ, მიზნობრივ დაკავებებს”, რომლებსაც ის ახორციელებს ყოველდღიურად.  იმავე დროს, ლეგალური დახმარების ადვოკატებმა თქვეს, რომ მიიღეს 50-მდე ზარი შეშინებული იმიგრანტებისაგან მათ მიერ დაფუძნებულ ცხელ ხაზზე.
“ჩვენი თემები შეშინებულნი არიან,” თქვა ედრიენ ჰოლდერმა, Legal Aid-ის პასუხისმგებელმა ადვოკატმა. “ძალიან ძლიერი შიშია. ძლიერ დაბნეულნი არიან. მათ არ იციან რა გააკეთონ და ვის დაეკონტაქტონ. მათ არ იცოდნენ თავიანთი ახლობლები უკვე დადეპორტირებულნი იყვნენ თუ ჯერ ისევ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.”
“ეს ყოვლად არაადამიანურია. უკიდურესად თვითნებურად გამოიყურება ასეთი მოქმედებები.” – თქვა ჰოლდერმა.
Legal Aid-მა უარი განაცხადა, რომ კონკრეტული ინფორმაციები მოეწოდებინა. კვირას, Daily News-მა თქვა, რომ ეკლესიები და რესტორნები რომლებიც საკვებით ეხმარებიან ნიუ იორკელ იმიგრანტებს, თითქმის დაცარიელებული იყო საიმიგრაციო რეიდის შიშის გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *