,,ეს ქალაქებია რაქა, ალეპო, იდლიბი, მოსული, ჰომსი…
ვკითხულობ ირანის (ორთავე მხარის) ქომაგთა პოსტებს, კომენტარებს.
სირიის ომმა ევროპა შეცვალა და ჯერ ეს ცვლილებები ჩანასახშია.
ირანიც თითქოს ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც სირია (1000 და 700 კმ), თუმცა ერთი დიდი სხვაობაა: სირიასთან უზარმაზარი თურქეთია ბუფერად, ირანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი.
  ზოგი ისე ქილიკობს, თითქოს, აფრიკაში ცხოვრობდეს, ან ავსტრალიაში. არა მგონია, რომ საქმე რევოლუციამდე ან სამოქალაქო ომამდე მივიდეს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან არ მსურს სირიის სცენარით განვითარება. მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რა გვსურს?
ვერ ვწერ ამ თემაზე სერიოზულად. არც იმ სცენარებს განვიხილავ, როგორ შეიძლება განვითარდეს, რადგან უაზროდ ვთვლი ამ ეტაპზე.
ერთი რამ მინდა გითხრათ: ამ სურათების დათვალიერებისას კარგად დავფიქრდეთ, რომელიმე სახელმწიფო დაცულია მსგავსისგან?
ალბათ მიმიხვდით მინიშნებას” _ აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი