ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის მესვეურებმა  ეს სტატუსი აუცილებლად უნდა წაიკითხონ. სტატუსი ეკუთვნის გია ყრუაშვილს, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა წასაქცევად გამზადებული ხის სახლის ფოტო. საქმე იმაშია, რომ მასში მაცხოვრებელ ინვალიდ კაცს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ახლა ამბავი მოისმინეთ, ფოტო ნახეთ და დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, თავად დააკეთეთ!

,,ამ სახლში ცხოვრობდა ერთი ინვალიდი ბიჭი (ფეხის თითები ქონდა მოჭრილი). ეს ბიჭი იყო ნუკრი გაჩეჩილაძე, რომელიც 5 თვის უკან, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ოჯახს მოუხსნეს დახმარება და დახმარების მოხსნის მერე, ეს კაცი ზესტაფონის ბაზარში მათხოვრობდა დაღუპვამდე. ეს არის ხარაგაული სოფელი საღანძილე” _ წერს გია ყრუაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი