Home ახალი დამატებული „ამ პოსტის გამო ე.წ. ლიბერასტები ნაკუწ-ნაკუწ დამგლეჯენ“

„ამ პოსტის გამო ე.წ. ლიბერასტები ნაკუწ-ნაკუწ დამგლეჯენ“

21 second read
0
18

თამარ იოვაშვილი, უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე:

_ მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტის გამო ე.წ. ლიბერალები და ლიბერასტები „ნაკუწ-ნაკუწ დამგლეჯენ“, მე მაინც გამოვხატავ ჩემს ხედვას, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა ე.წ. ლიბერალური კანონებისა და „თავისუფალი ეკონომიკის“ 30 წლიან ლაბირინთებში იხეტიალა, დგება დრო, მკაფიოდ, ნათლად და კონკრეტულად განვაცხადოთ, რომ საჭიროა შეიქმნას სერიოზული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც სოციალური სამართლიანობისთვის, დემოკრატიული სოციალიზმის დამკვიდრებისთვის და ე.წ. მემარცხენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ძალები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას.
საქართველოში თანდათან მწიფდება რევოლუციური სიტუაცია და მიუხედავად იმისა, რომ მასები კვლავაც ინარჩუნებენ ინერტულობას, ძალიან მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ანტიხალხურ ძალებს იმის საშუალება, რომ შექმნილი ვითარება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ!
ქვეყანა ბანკირებისა და მსხვილი კაპიტალის ხელშია, მოქალაქეები ღარიბდებიან და კვლავაც მოტყუებულნი რჩებიან. მასობრივი ცნობიერების მართვის თანამედროვე საშუალებები, მთელი 100%-ით ხალხის მასების წინააღმდეგ მუშაობენ, რათა მათი ყურადღება საზოგადოებისთვის ნაკლებმნიშვნელოვან თემებზე გადაიტანონ. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, თუ როგორ იცხოვრონ ხელფასიდან ხელფასამდე, რომლებიც პრაქტიკულად მხოლოდ „პური ჩვენი არსობისათი“ სულდგმულობენ, იძულებულები არიან თვალი ადევნონ გამოგონილს და მთავარი პრობლემები დაივიწყონ.
მთავარი კი ისა, რომ ქვეყნის სათავეში არიან ძალები, რომელთა მიზანი არა საყოველთაო კეთილდღეობა, არამედ მისი საპირისპირო მიმართულებაა, ამ მხრივ გამონაკლისს საკუთარი ბიზნეს ინტერესების ლობირება წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა პირველ რიგში – ეს არის ბრძოლა სოციალური სამართლიანობისთვის, რომელიც შეუძლებელია ჯანსღი ძალების კონსოლიდაციის გარეშე და ამ ბრძოლის მიზანი სოციალიზმია !
მხოლოდ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ზრუნავს ხალხზე და იღებს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის ბედზე, წარმოადგენს ერთადერთ სწორ და საჭირო კანონმდებლობას, რაც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება!
გავერთიანდეთ! ეს ერთადერთი გზაა! სოციალური რეფორმების მოთხოვნა-ეს ერთადერთი ხსნაა!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *