ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ გადაყლაპა მთელი ტელემედია ამ მილიარდერმა გველეშაპმა. ,,იმედი“, ,,მაესტრო“, ,,ჯიდიესი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,აჭარა“. ახლა ,,პირველსა“ და ,,იბერიას“ მიადგა. (რუსთავის“ საქმე რომ ბეწვზე კიდია, ეს კი ვიცით). იცის კაცმა საქმე… არაა კრიტიკული მედია, სიმართლის მთქმელი მედია, არაა _ პრობლემა! თუ შეძლო და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა, მერე ნახეთ, ყველა ,,იმედის“ ცისფერი ფერებით რომ ვილივლივებთ საოცნებო საქართველოში.

კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა და ფინანსური რესურსის გადაკეტვის მცდელობაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამების განთავსების დაშვება. ხელისუფლებიდან, რომელიღაც ,,დამბოლებელ-გამპრავებელი ამბობდა, რა პრობლემაა, ბიზნესი თუ მაღალრეიტინგულ ტელევიზიაში (საზოგადოებრივი მაუწყებელი იგულისხმა) მოისურვებს რეკლამის მიტანასო?! ჯერ სად ნახა ,,საზმაუს“ მაღალი რეიტინგი?! ხალხის გაყრასა და პროგრამების შეჩერებაზე გაჩერდა მაღლაფერიძე-ანთაძის რეფორმები და მეორე, როდის იყოს საქართველოში რეკლამები სურვილით მიჰქონდათ?! ესეც რომ პოლიტიზირებულია, მარტო მაშინ იცოდნენ, როცა ოპოზიციაში იყვნენ?!

გაგახსენებთ პატივცემულებო, რომ რეკლამა მიდის იმ მედიასაშულებაში, სადაც ხელისუფლების სული ტრიალებს. ჰოდა, ,,ჩვენი მბრძანებელიც” ამ პოლიტიკით ნელ-ნელა დაასუსტებს და მოახრჩობს მისთვის არასასურველ ტელევიზებს. ტყუილად კი არ ეძახდნენ რუსეთში ,,ანაკონდას“ და რატომ გვიკვირს?! სიბნელესა და მღვრიე წყალში, რომ უფრო იოლია ,,მოხერხებულთათვის“ თავის გატანა, ეს არ იციან, თუ გამოცდილი არ აქვთ?!

საზოგადოებრივ მაუწყებელში მოახდინა თავისი ,,ჯიდიესი”-ს და ,,მეცხრე არხის’ სულების რეინკარნაცია ამ აკვიატებულმა კაცმა და რატომ გვიკვირს ამ 3 პროცენტიანი არხისადმი მისი ასეთი მომძლავრებული გრძნობები?! ,,ჯიდიესის“ აპარატურა, ამ ტელევიზიის ჟურნალისტები, ივანიშვილის საყვარელი მედეამენეჯერი ვასიკო მაღლაფერიძე.. ჩვენი ჯიბიდან არაფერში ჩაყრილ 50 მლნ-ს ახლა რეკლამების ფულიც დაემატება და იქნება ,,ცისფერი ოცნებების” დიდი ბზრიალი საზმაუწყებელში… კი ააშენა ოლიგარქმა მის მიერვე დაანონსებული ევროპის გამაოცებელი დემოკრატია და რას ვერჩით?! სიტყვა გაუტეხავი ტიპია! იტყვის, შეასრულებს! რაა??!!! რამე არ შეასრულა?! მაგალითად, რომელი?!…

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი