მმართველ ოლიგარქიაში გაჩაღებულ შიდა ომთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება -“მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არც ეყოლება. სწორედ მათ მოსპეს საარსებო სივრცე ჩვენი ხალხისათვის, მიითვისეს ჩვენი ანაბრები, გაანადგურეს სამუშაო ადგილები, დაგვიწესეს მათხოვრული პენსიები, არაადამიანურად დაგვიძვირეს განათლება, ჯანდაცვა, სუქი, გაზი, პური, წამალი…მოსრეს საშუალო და წვრილი ბიზნესი, მიტაცებული მილიარდები გაიტანეს უცხოეთში და დააბანდეს ოფშორულ ზონებში. დღეს მათ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი შექმნან გადარჩენის ფონდი, დაიწყონ წაღებული სიმდიდრის და ქონების უკან დაბრუნება, უარი თქვან პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და დაბრუნდნენ ეკონომიკაში. ყველა სხვა შემთხვევაში, მაფიაში ატეხილი შიდა ომი მთავრდება ერთ-ერთი მაფიოზური ჯგუფის გამარჯვებით. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ! ჩვენ ეს უკვე აღარ უნდა დავუშვათ.! ეს არის ბანდა და ამ ბანდას გამოასწორებს ერთადერთი რამ – პოლიტიკიდან ჯოხით მათი გაყრა და გარეკვა! ამ ბანდამ ისტორიის ყველა ეტაპზე თავად გააბა საკუთარი თავი ამ მახეში. თავის დროზე მათ მოიყვანეს შევარდნაძე, მერე სააკაშვილს აფინანსებდნენ, ახლა ივანიშვილს, ბოლოს ხდებიან იმათი მსხვერპლი ვისაც აძლიერებენ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საარჩევნოდ ხაზარაძესა თუ სხვა ბანკების ხელმძღვანელებს და კუთვნილი, კანონით გათვალისწინებული კრედიტი არ მოგვცეს, რის შედეგადაც მივიღეთ გაყალბებული არჩევნები. ახლა არც ჩვენგან ექნებათ მხარდაჭერა, ივანიშვილი და ეს ბანდა ერთიანად უნდა წავიდეს პოლიტიკურ ჯოჯოხეთში და აგონ პასუხი! ეს არის სამართლიანი ვერდიქტი”!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი