მრავალი წელი ყურაძეების ცხრასულიანი ოჯახი ამ მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობდა.

დღეს კი, აი, ამ ბავშვებს ლეიბორისტული პარტიის თანადგომით, ძალისხმევით და კომპანია “ალდაგის” დახმარებით უკვე აქვთ სახლი.

 ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფონიჭალაში დღეს ყურაძეების ოჯახს ესტუმრა და ტკბილეულით ახალმოსახლეობა მიულოცა.

“მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძელით ამ ბავშვების გახარება, მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ხელისუფლების უნიათობის გამო უამარვი ასეთი ოჯახია ჩვენს ქვეყანაში და მე ვისურვებდი, რომ მათაც მალე ჰქონდეთ საკუთარი ჭერი. მიხარია, როგორც ადამიანს, რომ ჩვენი წვლილიცაა ამ სასიხარულო ამბავში.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი