“ეს გოგო თსუ-ს სტუდენტი ნანიკო ჯიშკარიანია, რომელიც ძალიან კარგად სწავლობს, უმაგრესი გოგოა და იმის გამო, რომ სწავლის ფული ვერ გადაიხადა, 16 იანვრიდან სტუდენტი აღარ იქნება. მიმართა უამრავ ორგანიზაციას და ადამიანს და ვერავინ ვერ დაეხმარა. დღეს ვნახე მე და აი, გეფიცებით, იშვიათად მინახავს ასეთი კარგი ადამიანი და სტუდენტი. სოციალურიც არ დაუნიშნეს იმიტომ, რომ ძველი ტელევიზორი აქვს სახლში. წლინახევრის დავალიანება აქვს 3 900 ლარი, რომლის გადახდასაც ვერაფრით შეძლებს, თვიდან თვემდე არსებობას ძლივს ახერხებს
   ჩემი აზრით, ზუსტად ასეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ისწავლონ და ქვეყანისთვის რამის გაკეთება შეძლონ. აი, გული მომიკვდა გეფიცებით რა, ფულის გამო ადამიანს სწავლის გაგრძელება არ შეუძლია. თანხა ბევრია და რასაც შევძლებთ შევუგროვოთ რა.
 მართლა ყველაფერს ვეცდები, რომ ამ გოგომ ისწავლოს! ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
“თიბისი” ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივე “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით” _ წერს სოციალურ ქსელში ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი და ნინიკო ჯიშკარიანის ფოტოს აქვეყნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი