Home ახალი დამატებული „ამიერიდან შენ განსაზღვრე: ინტელიგენტი ხარ, ტვინი თუ განავალი!“

„ამიერიდან შენ განსაზღვრე: ინტელიგენტი ხარ, ტვინი თუ განავალი!“

56 second read
0
38

 რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა პროფესორმა – დოდონა კიზირიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ხელისუფლებას წერილი მიუძღვნა. წერილი ბილწსიტყვაობით გამოირჩეოდა, თუმცა სააგენტო: euronews.ge – მ ის შემოკლებით, მაინც გამოაქვეყნა. აღნიშნული წერილის გამო, პროფესორ კიზირიას პასუხს ჟურნალისტი, იამზე კიკნაძე ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში სცემს. ჟურნალისტმა წერილში ჩვენი სააგენტოც მოიხსენია, ამიტომ, იამზე კიკნაძის პასუხს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ: 

„_ დოდონა კიზირია – პასუხი უნდა აგო და ბოდიში მოუხადო, სულმნათი ნოდარ დუმბაძის ოჯახს, მეგობრებს,  თაყვანისმცემლებს და მთელ ქართველ ერს! არ ახალია, ის, რომ ინტერნეტ-სივრცეში უხვად ”მოიპოვება” დოდონა კიზირიას, კაცთმოძულე, ბოღმა-
სიბოროტით გაჯერებული: მიმართვები, ღია წერილები, თუ კომენტარები – მისი თანაკლასელისა თუ ქართველი ინტელიგენციის მისამართით. ჩემი მოთმინების ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყტეტინა ამ გამოხმაურების დაწერა და „ერთუჯრედიან, გონებით  ბეჩავ დედაკაცზე” დროის დაკარგვა, არის მისი მოხსენება-ნაბოდვარი:
https://www.youtube.com/watch?v=dW8oFjMyhQc
მოუსმინეთ!
მოუსმინეთ, ლენინიზმის გავლენას კიზირიას მოღვაწეობაში!
თქვენც, მოუსმინეთ „ნაცებო” და დოდონას თაყვანისმცემელო „ინტელიგენციავ”!
თუ არ გინდათ, მოგიბრუნდეთ მერე ”პროფესორი” დოდონა კიზირია და მოგახალოთ:
-„ინტელიგენცია არის არა ხალხის ტვინი – არამედ განავალი“.
დასკვნები და კომენტარი – თქვენთვის მომინდვია.
ყველაფერი კი, ასე დაიწყო:
საინფორმაციო სააგენტო , ”ევრონიუსმა” (euronews.ge) ამერიკაში მცხოვრები ქართველი
პროფესორის,(? ი.კ.) დოდონა კიზირიას, უხამსი, ”ფეის-პოსტ -კომენტარის” – გაჟღერება მოახდინა.  ვიმედოვნებ, დაიტერესების შემთხვევაში, სააგენტოს რედაქცია გასცემს პასუხს, თუ რას ემსახურებოდა, ინტერნეტ-სივრცეში ამ „ფეის-კომენტარის“ ჩაშვება!?
ვიდრე, ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ვადევნებდი  თვალს, თუ რა უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა, ვინ დაგმობდა და ვინ გამოეხმაურებოდა, უპირველესად, „ოცნება-ქოცების” მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მისამართით – დოდონა კიზირიას თავგასულ უხამსობას!? როგორც, იტყვიან „არსაიდან ხმა,არსით ძახილი“… ეს, თქვენი სამომავლო პრობლემაა, მაღალი იერარქიის ჩინოვნიკებო და არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა, თქვენს „ურეაქციო-დუმილზე” – დუმილითვე გიპასუხოთ?!
ამიტომ, არ დაგიმალავთ, დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში, ამერიკაში მცხოვრები ქართველის „დაბალფარდოვანი“  უხამსი ლექსიკისა და სიტყვათა მარაგის მქონე „პროფესორ“ კიზირიას – „ფსიქოლოგიურმა პორტრეტმა.” დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ, ჟღერადი ტიტულოვანი ქალბატონის „ბიოგრაფიული მონაცემები“ არ
იძებნება და გამქრალია – „საერთაშორისო” რადარებიდან!?…
გამონაკლისია, ის, რომ ამერიკის ინდიანას უნივერსიტეტის ვებ-საიტზე, მოიპოვება მწირი ინფორმაცია, რომლის მიხედვიდაც არ არის რთული, დოდონა კიზირიას ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტის -შექმნა.
კერძოდ:
საბჭოთა კავშირმა, მოსკოვში მიღებულმა (სრულმა) სწავლა- განათლებამ, სლავური ენების სპეციალიზაციამ,  მარქსის-ლენინიზმის საფუძვლიანად შესწავლამ, კომუნისტურმა რეჟიმმა, კომუნიზმის რეაქციულ-ტოლერანტულმა იდეოლოგიამ და ა.შ… უდიდესი გავლენა მოახდინა, 80-წლოვანი ქალის ისტორიის „ია-ვარდებით“ ნავალ გზაზე. საქართველოში დაბადებული და ფეხ-ადგმული „ნორჩი-ლენინელისაგან,” – რუსეთში „ნასწავლ-გაწრთვნილი
კომკავშირელი,” რუსეთიდან ამერიკაში „გადასროლილი” და ფეხ-მოკიდებული „პატარძალი,” შემდგომში უკვე „ჩეკისტური” სიმტკიცის, გამძლეობის და სისასტიკის „ემიგრანტი-პროფესორი” დოდონა კიზირია მიიღო „ამანათად” -საქართველომ!
ზემო აღნიშნულ ვებ-გვერდზე, „ლამაზად შეფუთული” ინფორმაციაც მოიპოვება: სტუდენტი დოდონა,თავიდანვე მოხვედრილა „სუკის”დაკვირვება-თვალთვალის „არეალში“, არასაიმედოთ შერაცხეს „ეროვნულ”  პათოსსა და უცხოელებთან კავშირ-მეგობრობის გამო… (?)
ინდოეთში არ გაგიშვეს და ამერიკაში გზა გაგიხსნეს??….ი.კ.
აქ, უკვე შეგნებულად ვწყვეთ საუბარს, რადგან, ვისაც არ გაგიძლებთ ნერვები, ბოლომდე მოუსმინოთ ამ უკანასკნელის ”ტვინის ნაჟურს”…
მე ”გავახმოვანებ” ბევრიდან-რამოდენიმეს…
წყარო:https://www.youtube.com/watch?v=dW8oFjMyhQc
„არა მგონია გრიგოლ აბაშიძე უფრო მეტად მოღვაწეობდა თანამშრომლობდა”კკბ”-სთან, ვიდრე ნოდარ დუმბაძე”
„ლოთი ვისოცკი „სუკის” აგენტი იყო, პლისეცკაიაც – გურჩენკო არა”…
„იქნებოდა თუ არა, ლუსტრაციის კანონის მიღება საჭირო სააკაშვილის დროს -არ ვიცი, იქნებოდა თუ არა კარგი..”
„რუსეთის მომხრე ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო..”
„რატომ არ დაიჭირეს ნინო ბურჯანაძე თავის ანზორიკოსთან ერთად”….
აბა, ჰე, დოდონა!…
ამიერიდან, შენ განსაზღვრე: ინტელიგენტი ხარ, ტვინი თუ განავალი!
ჟურნალისტი იამზე კიკნაძე
P.S
დოდონას, პირველი „გამაფრთხილებელი” გასროლა, ჩემი მისამართით:
„Dodona Kiziria ქალბატონო იამზე, ეხლა დაწყებული მაქვს სასამართლო საქმე ერთი თქვენისთანა გონებით ბეჩავი დედაკაცის წინააღმდეგ ამერიკაში და თქვენც მიფრთხილდით. ძალიან ცუდ დღეში არ ჩავარდეთ.
მომწონს · პასუხი · 1 · 1 თებერვალი, 18:13-ზე“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *