რუსეთის სახელმწიფო დუმაში ახსნეს, რა ელოდება ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ რუსეთი გააუქმებს. სირიის საკითხებზე მიღებულ მემორანდუმს. 7 აპრილს ამერიკის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო შეტევის საპასუხოდ რუსეთმა გადადგა უპრეცენდენტო ნაბიჯი. რუსეთი აჩერებს ხელშეკრულების მოქმედებას სირიიის ცაზე საჰაერო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით. თუ ადრე, ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთს არ შეეძლო პასუხი გაეცა ამერიკის სამხედრო ძალების მოქმედებისთვის, ახლა ყველაფერი იცვლება.

რუსეთი საჰაერო დაცვა ამ შემთხვევაში იღებს სირიის საჰაერო სივრცის კონტროლს თავის თავზე.

,,ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, როცა კითხულობენ, რუსეთმა რატომ არ გადაუკეტა საჰაერო სივრცე ამერიკულ რაკეტებს? პასუხი ერთია, ადრე, ამ მემორანდუმის თანახმად, სამხედრო მოქმედები იკრძალებოდა. ახლა კი ჩვენ გამოვდივართ ამ მემორანდუმიდან და გვეძლევა შესაძლებლობა, წამიერად მოვახდინოთ რეაგირება ასეთ მოქმედებებზე. ამ სახით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს სირიაში. ასევე აღნიშნეს, რომ როდესაც ტრამპი აძლევდა თანხმობას სარაკეტო დარტყმისას, უპირველესად უნდოდა დაენახვებინა, რომ არ ღირს ანგარიში არ გაუწიონ ამ რეგიონში აშშ-ს. ამით ვაშინგტონმა დემონსტრაცია გაუკეთა თავის მნიშვნელობას ამ რეგიონში.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი