Home ახალი დამატებული „ამას მლიქვნელობამცოდნეობის დარგში დოქტორის წოდება არ აცდება“

„ამას მლიქვნელობამცოდნეობის დარგში დოქტორის წოდება არ აცდება“

19 second read
0
16

„აჰა, ამას მლიქვნელობამცოდნეობის დარგში დოქტორის წოდება არ აცდება. იქნებ იმაზეც გვიპასუხოს, ივანიშვილის ფირმა „ატუს” მიერ, შაორის ტერიტორიაზე წაბლის უნიკალური,მრავალსაუკუნოვანი ხეების განადგურებას მოჭრა ჰქვია თუ არა და თუღა შეიძლება მათი ნახვა ოდესმე?“ _ კითხვით მიმართავს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს.

საქმე იმაშია, რომ როცა ქუცნაშვილს ჟურნალისტმა ივანიშვილის მიერ ხეების ყიდვასა და საკუთარ მამულებში გადატანასთან დაკავშირებით ჰკითხვა, დეპუტატმა უპასუხა, რომ ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში ორასწლოვანი ხეების გადატანაზე ინფორმაციას არ ფლობდა.

„თუ ვისი მანქანები მუშაობენ იქ… მაგრამ, რასაც მე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ვაკვირდები, საუბარია არა ხეების მოჭრაზე, არამედ ხეების გადატანაზე, იმასათვის, რომ უფრო მეტმა მნახველმა ნახოს“ _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *