ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს – საერთო ისტორია და მეხსიერებაა. ალცჰაიმერის დაავადება კი, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორედ მეხსიერებას შლის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ 2030 წლისთვის, ზოგადად დემენციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 75 მილიონს მიაღწევს და 2050 წლისთვის გასამმაგდება; შემთხვევების რიცხვი კი, უმეტესად დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიზრდება. ალცჰაიმერის დიაგნოზით საქართველოშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ 2012-დან 2016 წლებში გამოვლენილმა შემთხვევებმა 725-ით იმატა.

რა ხდება მას შემდეგ, როდესაც მეხსიერება ნელ-ნელა იკარგება? რა ემართება ემოციურ მეხსიერებას და მაინც როგორ იცვლის ის სახეს? სად რჩება პიროვნება, რომელთან ერთადაც მანამდე ვცხოვრობდით? შეიძლება, თუ არა საერთოდ, ალცჰაიმერის დიაგნოზს მომზადებული შეხვდე? რა გვაშინებს და რა არის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ამ გზაზე?

ამ და სხვა კითხვებს უპასუხებენ ინდიგოს სტუმრები, რომელთაც უნიკალური გამოცდილება და მნიშვნელოვანი სათქმელი აქვთ:
ირმა კახურაშვილი, ჟურნალისტი
დოდო ტყებუჩავა, ფსიქოლოგი
გულიკო შოშიტაშვილი, სტატიის გმირი, რომლის ოჯახის წევრი ალცჰეიმერის დიაგნოზით ცხოვრობს
მაია ესებუა, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიდან

ალცჰაიმერის და ზოგადად დემენციის თემაზე, ეს პირველი ღია შეხვედრაა.

ინდიგოს სტატია, ცირა გვასალიას ავტორობით და მულტიმედია ისტორია ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://indigo.com.ge/multimedia/memory

შეხვედრის ბოლოს, ინდიგო აჩვენებს 2014 წელს, სანდენსის კინოფესტივალზე, მაყურებლის ჯილდოს მფლობელ დოკუმენტურ ფილმს “ცოცხალი შინაგანი სამყარო” (Alive Inside).

ფილმის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ნინო მახაშვილს.

წყარო: ღონისძიებები

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი