„კურიერის“ ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას პანკისის ხეობის, სოფელ ომალოს მკვიდრი რივზან გორნაკაშვილი დაკავებულია.

მისი მეზობლების ინფორმაციით, გორნაკაშვილი ხელოსანია და თბილისში სამუშაოს შესასრულებლად ხშირად უწევდა ჩასვლა.

მეზობლები განვითარებულ მოვლენებთან გორნაკაშვილის კავშირზე ინფორმაციას არ ფლობენ. მათ მისი დაკავების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყვეს.

გორნაკაშვილი იმ ბინის მეპატრონის ახლობელია, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა.

ცნობილია, რომ ბინის მეპატრონის შვილი სოფელ დუისში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი