ლატვიის ორგანული სინთეზის ინსტიტუტის მეცნიერების ჯგუფმა ალკოჰოლიზმის სამკურნალო პრეპარატი შექნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გავრცელებული ცნობით, ახალი სამკურნალო საშუალება უკვე არსებულისგან იმით განსხვავდება, რომ ის ალკოჰოლისადმი ზიზღს არ იწვევს. პრეპარატის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ბიოლოგიურად აქტიური მცენარული ნივთიერების ურთიერთქმედებაზე ტვინში, რომელიც ბედნიერების ჰორმონის სინთეზს ააქტიურებს.

შედარებისთვის: ალკოჰოლი ამ ჰორმონს ხელოვნურად ააქტიურებს. ამასთან, ის დამატებითი რეცეპტორების გამოვლენას უწყობს ხელს. შედეგად ადამიანს, რომელიც “ბედნიერების” მისაღწევად სვამს, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების სურვილი უჩნდება.

წყარო: brandnews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი